ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან – შაიშმელაშვილი ძალადობრივ დარბევაზე

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევის “ცალკეულ გადაცდომებთან” დაკავშირებას აფასებს. მისი თქმით, ბრძანების გარეშე პოლიციელი “ადგილიდან არ გაინძრევა”.

“ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან, წერტილი. თუ არ აქვს კონკრეტული მითითება რაიმე ამოცანა შეასრულოს. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომა, ცალკეულმა პოლიციელმა გადაამეტოს ძალას, მაგრამ ჯგუფურად, მასობრივად, მუდმივად? ერთი დღე იყო, კეთილი, განიხილეს? რამე შეიცვალა მეორე, მესამე დღეს?

ამ სიმძიმის ტვირთის იმ ბიჭებზე გადატანა, სისტემას აკნინებს, რომ გყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან” – ამბობს შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში.

პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share