„რაღაც უცხო „აცრა“ აქვს გაკეთებული“ – ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკი ჩარკვიანი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ეკონომიკა დუღს.
„აი, ამას ნაღდად, რაღაც უცხო „აცრა“ აქვს გაკეთებული – სამშობლოზე აცრეს, ეტყობ, საკუთარი ქვეყნის სიყვარული რომ არ დაემართოს,“ – წერს ჩარკვიანი “ფეისბუქ”გვერდზე.