გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: აქციაზე 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი სკანდალურ განცხადებას აკეთებს – როგორც ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყნიდან წასვლამდე ნოდარ მელაძეს ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა,  ადამიანები, რომლებიც აქციაზე არეულობას ქმნიან აქციის მონაწილეები არ არიან.

”საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.

აქციაზე ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას და ძალიან ღირებულებებით სავსე ადამიანები. ახალგაზრდები, გესაუბრებიან ჯავახიშვილის ციტატებით. აი, წადით, ჩაწერეთ მაღალი თანამდებობების პირები, ვინ იყო მიხეილ ჯავახიშვილი იმას ვერ გეტყვიან, არათუ, მისი შემოქმედება იცოდნენ. 

მაგრამ იქ არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც შედიან აქციაში და მთლიანად აქცია ხდება ძალადობრივი და ადამიანი, რომელიც იქ აბსოლუტურად მშვიდობიანად იყო მისული, შეიძლება ამას აყვეს”, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share