მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას უცხოეთში გადაყვანა სასწრაფოდ ესაჭიროება. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“კრიტიკული მდგომარეობა აქვს ადამიანს, ფერი აღარ აქვს, გამხდარი, ძვალი და ტყავი, ძლივს დადის და ყოველ წუთს შეიძლება რაღაცა უბედურება დატრიალდეს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე დღესვე გადავიყვანდი უცხოეთში, იმ კლინიკაში, სადაც აქვთ გამოცდილება ესეთი ავადმყოფის მკურნალობის”, – თქვა გიული ალასანიამ.