ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება – შაიშმელაშვილი ძალის გადამეტებაზე

პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებასა და მათ მიმართ გამოძიების შესახებ საუბრობს. შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება იტყუება და არანაირი გამოძება არ ტარდება.

“ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება. არავინ დაიკითხება, პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლების პირობებში. ვერც დააიდენტიფიცირებენ, სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ, ვინ არიან, არ არის მათი სანომრე ნიშნები. ყველაზე მძიმე და კანონთან შეუთავსებელი ის არის, რომ ახალი წესები დააწესეს, გდდ-ს სპეციალური განყოფილების გარდა მთელმა შსს-მ მოირგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება. საპატრულო პოლიციამ, კრიმინალურმა პოლიციამ – ყველას უკეთია ნიღაბი. რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? – რომ ვერ მოხდეს მათი დაიდენტიფიცირება და ცალკეული ასეთი ბრძანებები რომ იქნება, მას მოქმედების თავისუფლების არეალი გაეზარდოს” – ამბობს შაიშმელაშვილი.

პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა.

მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share