პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, ქართველი გულშემატკივების წინააღმდეგ – მას შემდეგ რაც, არხმა „მატჩ-TV-მ” ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხ..ო“ პირდაპირ ეთერში აჩვენა, კანდელაკმა ქართველებს სტატუსი მიუძღვნა და მათ “სულელი ცხვრები” უწოდა.
დორტმუნდში, ისტორიულ მატჩზე, სტსდიონზე შეკრებილები რუსმა პროპაგანდისტმა “პროვოკატორებად” გამოაცხადა.
კანდელაკმა ამ შემთხვევაშიც დასავლეთი და ქართული ოპოზიციის კვალი დაინახა:
“ეს ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მაგალითზე გაყოლა და ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ბინძური და ვულგარული, ადრე არ მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა გამბედაობის მწვერვალია. როგორც ქართველი ქართველებს, მე გიპასუხებთ – სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ” წერს პუტინის რუპორი.
არხმა „მატჩ-TV-მ” ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხ..ო“ პირდაპირ ეთერში აჩვენა, შემდეგ კი ვიდეოჩანაწერიდან ამოჭრა.
ირკვევა, რომ ჩანაწერი შემდეგ დააბრუნეს, თუმცა უხმოდ.