პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“დაჭერილი ,მოშიმშილე ( რუსეთის მიერ დევნილი) პრეზიდენტის წინააღმდეგ აქცია ციხესთან რაღა უბედურებაა…… ამდენი “ტრისტანიც” რა საშინელებაა ამ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში!და კიდევ მეხსიერებისთვის: სააკაშვილი არ იყო სათავეში, მაგრამ აფხაზეთში მოგვიწყო პროვოკაცია, აგვჩეხა დაგვხვრიტა და წაგვართვა ოკუპანტმა, არც 9 აპრილს იყო მიშა სააკაშვილი, 1989 წელს შუა რუსთაველზე რომ აგვჩეხეს და მოგვწამლეს გაზით და არც მაშინ იყო მიშა ,დამოუკიდებლობა რომ წაგვართვეს და ტაბახმელასთან , კოჯორთან ჩაგვხოცეს, ასე რომ ” ტრისტანებს და ტრისტანიჩებს” აბი გლუკოზა არ აწყენდათ გულმავიწყობისთვის. შერჩევითი სამართალი არ გვარგებს! რეფორმირებული დასავლური ტიპის მართლმსაჯულება გვჭირდება და შერიგება, რადგან მრავალი წელია რუსეთის უშიშროების ” ოსტატური ძალისხმევის ” , პროვოკაციების გამო,ყველას გვაქვს რაღაც დიდი გულის ტკენა -ტრამვა სხვა და სხვა დროს, ამიტომ ვფიქრობ, რომ შერიგება და რეფორმირებული სისტემა , აი ეს არის გადარჩენის გზა!!!!” – წერს ჩარკვიანი.