“ქართული ოცნება“ არის ირანის პროქსი ძალა, ისეთი, როგორიც არის ჰამასი და ჰეზბოლა,- ასე აფასებს პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე “ქართული ოცნების” მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმისადმი სოლიდარობის გამოხატვას.
როგორ მან განაცხადა, “ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი რამისთვის, რაც შეიძლება მოწყდეს საქართველო დასავლეთს და დასავლურ ვექტორს“.
სანიკიძე ამბობს, რომ დასავლური ვექტორი 2000 წლის წინ, დადასტურებულად, ფარსმან ქველმა აირჩია.
”საქართველო მხარეა და რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის ალიანსშია. “ქართული ოცნება“ არის ირანის პროქსი ძალა, ისეთი, როგორიც არის ჰამასი და ჰესბოლა. რატომ არ მიუსამძიმეს ისრაელის საელჩოს, მსხვერპლი ისრაელში იყო. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი რამისთვის, რაც შეიძლება მოწყდეს საქართველო დასავლეთს და დასავლურ ვექტორს, რომელიც არც “ოცნებას“ და არც სხვა ხელისუფლებებს არ აურჩევიათ, ეს 2000 წლის წინ დადასტურებულად აირჩია ფარსმან ქველმა. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი კი არა ფუნდამენტი ვართ, მაგრამ ესენი გვეუბნებიან, რომ არა კაცო, ირანი და რუსეთი სჯობს. ცოტა გარღვევები კი აქვთ იდეოლოგიაში, თან ერეკლე მეფე გიყვარდეს და თან ირანის მომხრე იყო, ვერ გამოდის. რუსეთისკენ ორიენტაცია ერეკლე მეფემ ვისი შიშით აიღო? ბოლოს თბილისი ვინ დაანგრია? ევროპით რომ აშინებენ ქვეყანას, დამისახელონ ერთი ევროპელი დამპყრობელი საქართველოში”- ამბობს სანიკიძე.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს “ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გავრცელა. ფაქტს მალევე ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა.
ასევე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ “ოცნებას” უყვარს ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს ამერიკა”.
სკანდალს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა – უწყება წერს, რომ ირანის სალჩომ მაკა ბოჭორიშვილს ოფიციალური ნოტით მიმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.