“სავარაუდოდ, კახი კალაძე მალე პრემიერი გახდება” – მაკო გომური

“სავარაუდოდ, კახი კალაძე მალე პრემიერი გახდება” – ამის შესახებ 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური Facebook-ზე წერს და ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმაურება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share