შაქარაშვილის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს – ერთ-ერთი მსჯავრდებული საიდუმლო ამბის გამხელას აპირებს

გიორგი შაქარაშვილის საქმე შესაძლოა, 15 დეკემბერს თავადაყირა დადგეს, 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობიდან  წელიწადნახევრის შემდეგ ამ რეზონანსულ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემას აპირებს.

6 წლით მსჯავრდებული გიორგი მერაბიშვილი, რომელიც პირველი ინტანციის სასამართლომ ჩხუბის მონაწილედ სცნო, ალაპარაკებას სააპელაციო ინსტანციაში აანონსებს. დაკავებულის მამამაც ,,ტვ პირველს” უდასტურებს, რომ მის შვილს ჩვენების მიცემა და საიდუმლოდ შემონახული ამბის საჯაროდ მოყოლა უნდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, აქედან 6 სასჯელს შაქარაშვილის ჯგუფური მკველობისთვის იხდის დანარჩენებს ბრალი ნარეკვავის აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდზე წარუდგინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share