გურიის მოამბე

შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს-სიკორსკი

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას-ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკი განაცხადა.

სიკორსკის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა, რომელმაც საქართველოში ოპოზიციის დევნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

”შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. პოლონეთმა უკვე გადაიტანა ყურადღება საქართველოს მთავრობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერიდან, რადგან საქართველომ აშკარად გადაუხვია ამ გზას – სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე. ასევე, შევისწავლით დევნისთვის პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას…

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის [კაია კალასის] პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზეა – დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, რომ შეწყიტოს ოპოზიციის დევნა. შევხვდი პრემიერ-მინისტს, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებიც სრულიად ყალბად მეჩვენება და მხარს ვუჭერთ საქართველოს საზოგადოებას ევროპულ მისწრაფებებში. და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას, რასაც აკეთებს – რაც ევროპისგან დამაშორებელი კურსია”, – განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკი ფიქრობს, რომ  “შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, არა ქართველ ხალხს.“

”კომუნისტურ პოლონეთში დავიბადე. ეს ავტორიტარული რეჟიმი იყო, თუმცა რაღაც პერიოდებში საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლებას გვაძლევდა. მაგ დროს ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინსაც, რომლებიც უვიზო წვდომას გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის ფანჯარა იყო მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები იმათ უნდა დაუწესდეთ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, და არა ქართველ ხალხს”, – განაცხადა სიკორსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights