ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა- ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ ვადას 31 აგვისტომდე აძლევს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. კალასი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება.
თავდასხმა დემოკრატიაზე “ქართული ოცნების“ მხრიდან უფრო მძიმე ხდება. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმთა მინისტრებმა სხვადასხვა ვარიანტებზე იმსჯელეს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა მძიმე შედეგის მომტანი იქნება. საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედებული გვაქვს 2017 წლიდან. ეს უდიდესი ბენეფიტია, რომელსაც ევროკაშირი სხვა ქვეყნებს აძლევს. აქედან გამომდინარე, გვაქვს რეკომენდაციები რომლებიც მიემართება საქარათველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების მეშვიდე პაკეტში. სრულად არ წავიკითხავ, თუმცა ერთ-ერთი ვალდებულება რომლის შესრულებაც საქართველოს მთავრობას ეკისრება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. ასეთი კიდე 8 პუქტია მოცემული. ასე, რომ მათ ვადა 31 აგვისტომდე აქვთ, რომ ვალდებულებები შესრულდეს, ამის შემდეგ საკითხავია, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. როცა ჩვენ გვესმის, რომ 7 ოპოზიციონერი ლიდერი 8- დან ციხეში ჩასვეს, ეს ამ პუნქტებთან შესაბამისობაში არ მოდის. ჩვენ არ გვინდა ვატკინოთ ქართველ ხალხს და წავართვათ მათ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ამავდროულად, ეს ნდობის საკითხია და თუკი ეს ბონუსია და ეს ბონუსი აქვს ქვეყანას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, ეს აჩვენებს, რომ ისინი არ უდგებიან ამ საკითხს სერიოზულად ,-განაცხადა კაია კალასმა.