“არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან სკანდალური და მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ უნდა გადაყვეს არავის, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს, არც ნიკა გვარამიას და არც მიხეილ სააკაშვილს.
მანვე თქვა, რომ ბრიუსელში ვიზიტი დასრულებულია, საქართველოში ბრუნდება და იქ დაიცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს.