გურიის მოამბე

საკანში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილის მდგომარეობა მძიმეა – ბიზნესმენი ეტლით გადაადგილდება

გიორგი ბაჩიაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. საკანში ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ თანაინვესტირებოს ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. ბიზნესმენი იმდენად არის ნაცემი, რომ მან სახალხო დამაცველის მოთხოვნით ციხის საავადმყოფოში შესულ ექიმების დამატებით ჯგუფთან დრეს კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო.

ბაჩიშვილზე თავდასხმიდან ოთხი დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე დანაშაულის ამსახველი კადრებს პენიტენციური დეპარტამენტი არ ავრცელებს. საქმეზე, ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას გამოძიება ჯერ ისევ არ დაუწყია. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ბაჩიაშვილი მზად იყო, დღეს ჩვენება გამომძიბლებისთვის მიეცა, თუმცა მასთან არავინ მისულა.

ვინ არის მოძალადე, ვინც გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საკანში სასიკვდილოდ სცემა და რა როლი ჰქონდა მისი წამების ორგანიზებაში პენიტენციურ სამსახურს და გლდანის ციხის ადმინიტრაციას? ამ კითხვაზე პასუხი ახლა დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა გასცეს. სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმეს გამოძიება არ უწერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights