მოძრაობა “თავისუფლებისათვის”, საკუთარი ოფისის აივნიდან, ქალაქ ოზურგეთი-ჭავჭავაძის ქუჩა, საპროტესტო პოსტერის გადმოფენის გამო, ოზურგეთის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ (ყოფილი ზედამხედველობის სამსახური) განმეორებით, დღეს, უკვე 3000 ლარით დააჯარიმა.
“საკუთარი ოფისის აივნიდან საპროტესტო პოსტერის გადმოფენის გამო ოზურგეთის ზედამხედველობის ინსპექციამ განმეორებით, უკვე 3000 ლარით დაგვაჯარიმა. ადგილზე არ ვიმყოფებით, ტელეფონით მომახსენეს და კიდევ ერთხელ დაჟინებით ამტკიცებენ, რომ რაღაცას ვარეკლამებთ. სისტემა რუსულ სტილში აგრძელებს რეპრესიებს! ახლაც გაგიმეორებთ, რაც გინდათ ის წერეთ, თავისუფალ ადამიანებს ვერ გაგვაჩუმებთ!”
აცხადებს, მოძრობის ერთერთი დამფუძნებელი, ოთარ რევიშვილი.
ცნობისათვის, გუშინ წინ, ოზურგეთის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, მოძრაობა “თავისუფლებისათვის”, საკუთარი ოფისის აივნიდან, ქალაქ ოზურგეთი-ჭავჭავაძის ქუჩა, საპროტესტო პოსტერის გადმოფენის გამო, 1500 ლარით დააჯარიმა.