საია: “სასამართლომ ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება არ დაიცვა”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება:

 

  • საია წერს, რომ   “სასამართლო მამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება არ დაიცვა”

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. 

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით.” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share