ამომრჩევლების მოსყიდვა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან გრძელდება
ამჯერად მორიგი მოსყიდვის ფაქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მთისპირში გამოავლინდა-სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ადგილობრივმა მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ ხმების სანაცვლოდ ადგილობრივ ჯამესთან მისასვლელი გზა ბეტონით გააკეთა.
დღეს ადგილზე “ორბი ჯგუფის” კუთვნილი სამი სპეციალური ცემენტის შემრევი მანქანა ავიდა, რომლებმაც ადგილზე ჯამში 45 კუბი ბეტონი აიტანეს, რისი ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.
ადგილზე ჟურნალისტების მისვლამ მეჩეთის წინამძღვარი აკაკი მგელაძე გააღიზიანა, რომელიც გვიმტკიცებდა რომ ეს საქმიანობა შემოწირულობებით განახორციელა, თუმცა ვერანაირი მტკიცებულება ჯამეს წინამძღვარმა ვერ წარმოადგინა.