მომავალ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მმართვლი პარტია, კვლავ დავით დარჩიას წარადგენს.
ამის შესახებ, “გურიის მომბეს”, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა აცნობა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, ამ ეტაპზე, ოზურგეთში, უკონკურენტოა.
მიუხედავად ამ – უკვე მიღებული – გადაწყვეტილებისა, ეს ამბავი, ოფიციალურ დონეზე ხელისუფლების მხრიდან არ გაცხადებულა.
გასული კვირის მიწურულს, მმართველმა პარტიამ, ოზურგეთში, დპუტატობის კანდიდატთა სია გაასაჯაროვა, თუმცა, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატზე, ასევე პროპორციულ სიაზე, საუბარი არ ყოფილა.