Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულებულია – პოლიცია ისევ “ოცნების” მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას იცავს.

აქცია დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული სპეცრაზმი, რობოკოპები. პარლამენტთან იდგა წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აპრილს, “ქართული ოცნება” რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავს. სწორედ ამიტომ იცავს პოლიცია მათ სცენას.

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა კი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი სწრაფვა ევროპისკენ და ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ ევროპაში სურთ და არა რუსეთში, საითაც “ოცნების” ხელისუფლება მიგვექაჩება.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share