კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი მომღერალ, ალა პუგაჩოვას მოსკოვში დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ მოითმენს, თუ პრიმადონას „უკან არ წაიღებენ“.
“თუ ამ იაფფასიან ქალს მიეცემა უფლება დაბრუნდეს და გააგრძელოს რუსეთში ფარსის მოწყობა, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში დგამდა, მე წავალ. ეს იქნება შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ ავიტან. ბევრს ვიცნობ, ვინც იგივეს გააკეთებს”, – განაცხადა სიმონიანმა
ცნობისთვის, ალა პუგაჩოვა მეორე დღეა მოსკოვში დაბრუნდა, რათა გარდაცვლილ მეგობარს, დიზაინერ, ვალენტინ იუდაშკინს დამშვიდობებოდა. დიზაინერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იგი ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს შეხვდა. რუსების დიდი ნაწილი აღშფოთდა იმის ნახვით, რომ პესკოვმა მომღერალს ხელზე აკოცა და უთხრა, რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა.
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა.