“ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით” – ასე მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ივანიშვილის გარემოცვის იმ წევრებს, რომლებიც მის მიერ შექმნილი სანქცირების ჯგუფის ყურადღების ქვეშ მოხვდნენ.
არახამია ამბობს, რომ ეს ჯგუფი სექტრალურად მუშაობს და საქართველოდან კი მათი ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე ივანიშვილის გარემოცვის მხოლოდ 6 წევრი მოხვდა:
…ვინმე უჩა, ვინმე შმაგი, ვინმე ვანო ჩხარტიშვილი…. ჩვენ გავაგზავნეთ სიგნალი მათი მისამართით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვახდენთ ზეწოლას, ამერიკელების მსგავსად, ჯერ უბრალოდ ვაფრთხილებთ, რომ რადარზე არიან, რადგან ქართველები უკრაინელების მეგობრები არიან, არ გვინდა პირდაპირ ცეცხლი გავუხსნათ მათ, ვაძლევთ შანსს, რომ ვითარება გამოასწორონ. ვეუბნებით, რომ გხედავთ და ნუ გააგრძელებთ ამის კეთებას, თორემ სანქციები იქნება ამერიკიდან, ევროპიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.
ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენს მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით” – ამბობს არახამია.
არახამია საქართველოში, სასამართლო კლანის წევრების დასანქცირებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ მაშინ, როცა აშშ-ის სახდეპმა სანცირების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, იმედი ჰქონდა, რომ საქართველოშიც იგივე მოხდებოდა.
გეტყვით უკრაინის მაგალითზე. დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენთან ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე დაასანქცირეს. მეორე დღესვე პარლამენტი შეიკრიბა, ეს სასამართლო დახურა და მოსამართლე დაითხოვა. როდესაც გავიგე, რომ ქართველი მოსამართლეებიც დაასანქცირეს, მეგონა იგივე მოხდებდა. მაგარამ მართლა შოკში ვიყავი, როდესაც ვნახე, რომ პარტიის ლიდერშიფი გადაეფარა ამ მოსამართლეებს, პრემიერი მივიდა მათთან და უთხრა, რომ დაიცავს. ვფიქრობ, რომ იქნება დამატებითი სანქციები ამ დამნაშავე ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ, – ამბობს ის.
მისივე თქმით, ადამიანებისთვის “მოგზაურობის აკრძალვა პირველი და მარტივი სიგნალია ქვეყნისთვის, რომ რეალური პრობლემები აქვს…”
ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმია შენს შვილებს კოლუმბიაში, პენსილვანიასი, იელში აძლევდე განათლებას და ქართველ ხალხს ამის საშუალებას უსპობდე. თუ ასე ძალიან გინდა რუსეთში, მოსკოვში გაუშვით თქვენი შვილები, – თქვა არახამიამ.
კითხვაზე კი, როგორ რეაგირებს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკაზე, დავით არახამია ამბობს, რომ “სინადვილეში, ეს მოსწონს”. ამ პასუხს კი ის ასე განმარტავს:
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მშივნელოვან თემას ვეხები, იმდენად რეალურს და მართალს რომ მათ არგუმენტი არ აქვთ და უბრალოდ იძახიან რომ ეს ცუდია, აგენტია, სააკაშვილის აგენტია. 42, 20 როდესაც ამერიკაში ვიყავი ვთქვი, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს თავი აარიდოს ეკონომიკურ სანქციებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუკავშირდა სავალუტო ფონდს, სავალუტო ფონდი კი მე და ჩემგან ითხოვდნენ მტკიცებულებებს. მე ვუთხარი, რომ გამოაქვეყნეთ ომამადე რუსეთის მოქალაქეების ანგარიშები საქართველოში და ომის შემდეგ და თუ მე რამე არასწორად ვთქვი ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ არაფერი გამოუქვეყნებიათ, მე ვსაუბრობდი ციფრებით, კობახიძე კი ამბობდა, რომ პროვოკატორი ვარ. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, ასე იქცევიან, – ამბობს არახამია.