პრორუსულ და ძალადობრივ მედია ალტ-ინფოს საიტი გაუთიშეს

ამ დროისთვის ვებ-გვერდი altinfo.org მიუწვდომელია.

Facebook-ზე Roy Shengelia წერს:

“დღეს ოფიალურად მივმართე ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ის Abuse განყოფილებას – სადაც დაჰოსტილი იყო https://altinfo.org.

წერილში დავწერე რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესსისკენ და არღვევს ანტი დისკრიმნაციულ კანონს.

ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია”, – წერს ის.

ალტ-ინფო 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორია. მას ზურაბ მახარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული.

სწორედ ამ აქციაზე სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share