მსახიობი ბესო ზანგური ყველა როლიდან დროებით მოხსნილია

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა – ამის შესახებ თეატრმა ოფიციალური ბრძანება გამოსცა. ბრძანებას ხელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აწერს.

“საქართველოს შრომის კოდექსის, თეატრის დებულებისა და თეატრის შრომის შინაგანაწესის საფუძველზე ვბრძანებ:

1. თეატრის მსახიობი ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით);

2. მის ნაცვლად სპექტაკლებში როლებზე დაინიშნოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული მსახიობი;

3. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცეს თეატრის კადრების სამსახურს;

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე,” – აღნიშნულია ბრძანებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: