ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქართული ოცნება რომ შეიცვლება, ესენი ყველანი ჩამოდგებიან და ისეთ ამბებს მოჰყვებიან, ყურებს არ დავუჯერებთ. მაგალითად, როგორ უგდებდნენ ტექსტებს ჩათებში; როგორ უხდიდნენ ხელფასს ათასი სიბინძურის წერაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დადგება დრო, როცა ყველა ყველაფერს გაიგებს და ასეც უნდა მოხდეს. აღარ გამოვა ისე, რომ ვიღაცები მტერს ემსახურებოდნენ და მერე ჩვეულებრივად გააგრძელონ ცხოვრება” – წერს სანაია.