ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში – დონ კრისტოფორო დე კასტელი

ადამიანი ანუ „ადამიანური კაპიტალი“ უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია არათუ ქვეყნის რესურსების გამოყენება, არამედ ნებისმიერი პროცესის მართვა, ქვეყნის ადმინისტრირება და მართვა. იგი ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და მისი გამოთვლის მეთოდებიც არსებობს, ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში შედის ყველაფერი – წიაღისეული, უძრავი ქონება, საწარმოოო საშუალებები, ადმიანური კაპიტალი და ა.შ. ადამიანურ კაპიტალში კი შედის – მეცნიერები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, პროფესიონალი მუშახელი და ა.შ.
ადამიანური კაპიტალის წილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სიმდიდრში 77%-ს შეადგენს და 2010 წლის მდგომარეობით მისმა ღირებულებამ 95 ტრილიონი დოლარი შეადგინა. იგივე 2010 წლის შეფასებით საქართველოს ეროვნულმა სიმდიდრემ დაახლოებით 750 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 1/3 ეროვნული ქონების წილია, 2/5-ზე (20%) მეტი ადამიანური კაპიტალი, დანარჩენი კი ბუნებრივ რესურსებზე მოდის. სამწუხაროდ დღეისათვის ამ მხირივ კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა.
ბრიტანელი ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი (ავტორი – „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინი“) ამბობს, რომ საქართველოს ისტორია ამოუხსნელია, დროთა განმავლობაში ქრება რუკიდან და მოსახლეობის ოდენობა კატასტროფულად კლებულობს, შემდეგ ისევ აღმოცენდება და მოსახლეობაც იზრდება. იგი ამბობს – ეს პროცესი მისთვის ამოუხსნელია თუ არ ჩავთვლით ქართველი დედების შობადობისუნარიანობას.
მეჩვიდმეტე საუკუნიდან სქართველოს ყველაზე მნიშნელოვანი „საექსპორტო საქონელი“ საუბედუროდ ადამიანები იყო. ზ. ჭიჭინაძის თქმით გურიიდან ყოველწლიურად 10-12 ათასამდე ბავშვი იყოდებოდა, მთლიანად დასავლეთ საქართველოდან კი 40-50 ათასამდე, ეს რიცხვი კი დღევანდელი ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის მოსახლეობას ორჯერ აღემატება. სქართველოში „ტყვეთა სყიდვა“ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას მოყვა და ამ უბედურებაზე მეტი ზიანი ჩვენი ქვეყნისათვის არცერთ დამპყრობელს არ მიუყენებია.
საუბედუროდ საქართველოდან ნებისმიერი ფორმით წყვანა/წასვლა ისევე როგორც ადრე, დღესაც დიდი უბედურებასთან ერთად გარკვეულ „პერსპექტივასაც“ აძლევდა/აძლევს წასულებსა და გაყიდულებს. საყოველთაოდ ცნობილია ეგვიპტეში, ერაყში, სპარსეთსა და ინდოეთში წარმატებული ქართველები. არსებობს ამ მხრივ ერთი საინტერესო ისტორია გრაფი პავლე ივანეს-ძე ქუთაისოვისს (1759-1834) – ქუთაისელი ბიჭი ჯერ თურქებზე გაყიდეს, რომელბმაც იანიჩარად გაზარდეს, მერე რუსებს ჩაუვარდათ ტყვედ, შემდეგში კი რუსეთის იმპერატორ პავლე პირველთან ყველაზე დაახლოებული პირი გახდა, მიიღო გრაფის ტიტული და იმპერიაში ერთ-ერთ დიდი გავლენის მქონე ადამიანად ითვლებოდა.
დონ კრისტოფორო დე კასტელი ალბომში არის სამი ნახატი, რომელიც ასახავს 1634 წელს გურიის პროვინციის საპორტო ქალაქ ქობულეთში ადამინებით ვაჭრობას, ამავე ნახატებზე არის წარწერები, რომელთა შინაარსი ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ ასახავს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომელიც მაშინ არსებობდა.
—————————
დონ კრისტოფორო დე კასტელი (1597 -1659) „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ – წარწერები ნახატებზე
* * * * *
(230)
ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინეპოლისაკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია!
აქ შვილი დედას და მამას ჰყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს.
* * * * * *
(331)
ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიის პროვინციაში.
მატუტა ჩენსარია საკუთარ დედას ჰყიდის. ჩვენებმა მას ჰკითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ ჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, აქ რომ ყოფილიყო თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.
* * * * * *
(232)
გურიის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასთან, მოედანზე მოდიან, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად თურქები და ყიდულობენ ქრისტიან ტყვეებს, მრავალი ათასი ბავშვი მიყავს დემონს აღმოსავლეთის ამ ქვეყნიდან. რადგან ყოველწლიურად საუკეთესო არსებანი გაჰყავთ. . . კორონტის ნავით შავი ზღვით, რომელიც ტბას წარმოადგენს, და ჯოჯოხეთში მიჰყავთ ბავშვები.
ბავშვებით დატვირთული ხომალდი მიდის ჯოჯოხეთში.
ჩემი სიცოცხლისათვის უბედური დრო დამიდგა ამ სოფელში. ვტიროდი მრავალი სულის დაკარგვას, რადგან თურქეთში მიერეკებოდნენ ამ საცოდავ ქრისტიანებს. ამ ხალხისათვის ბევრი მოწყალება გამიღია და ამ ავადმყოფობის დროს. . . მიმკურნალნია მათთვის, თანაც მოვმსახურებივარ სხვადასხვა საქმეშიც.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share