პლასტიკის პარკების აკრძალვა შემსუბუქდა – რომელ პარკებზე არ გავრცელდება შეზღუდვები

მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 19 ნოემბრის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა.

დადგენილების მიხედვით, გამონაკლისებს შორის, რომელთაც შეზღუდვები არ ეხება, ნარჩენებისთვის (ნაგვის) განკუთვნილი პარკებიც მოხვდა.

შესაბამისად, ზოგადად, „ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

  • საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
  • პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 4​ პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების);
  • არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე;
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“;
  • ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე.
  • bpn.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share