“ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები!“

“წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო!“ – რობერტ სტურუა 22:55 / 13-04-2021 “ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!“ამის შესახებ რობერტ სტურუამ საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა! ხელს ნუ დააფარებთ მოძალადეს! სირცხვილია!“ – წერს რეჟისორს სოციალური ქსელის წევრი, რასაც რობერტ სტურუას მხრიდან საპასუხო პოსტი მოყვა. “წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!

P.S. სხვათაშორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე! საზიზღარმა მოძალადემ!“ – სწორედ ამ პასუხმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და სტურუა მკაცრად გააკრიტიკეს. კომენტარებშივე ირკვევა, რომ რობერტ სტურუა წასვლას გეგმავს. “ისედაც ვაპირებ წასვლას! მოდით და მოიწყეთ ორგიები!“ – წერს რეჟისორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share