მაკფოლი: აშშ უფრო მეტად უნდა ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში

“არ არის კარგი [რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა]. საჭიროა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უფრო მეტად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში.”-რუსეთში აშს-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე ასე ეხმაურება საქართველოში მოლაპარაკებების ჩაშლას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. დიპლომატმა ტვიტში აშშ-ს უმაღლესი პირები მონიშნა და მოუწოდა, მეტად ჩაერიონ საქართველოს კრიზისში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share