“ძალიან საინტერესო ცხოვრება არ გამოდის სულიერებისა და ხელოვნების გარეშე”. – ასე ამართლებს “ოცნების” დეპუტატი ელისო ბოლქვავძე, სპეციალურად მისთვის, 160 ათას ლარად შეძენილ როიალს, რომელიც ქუთაისის მერიამ მისსთვის ბიუჯეტის ხარჯით შეიძინა.
ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ბოლქვაძე ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს, უფრო მეტიც მისი შეფასებით ერთ რეგიონში ერთი ძვირადღირებული ინსტრუმენტი აუცილებელიც კია.
გადაუდებელი აუცილებლ,ობისს მოტივით შეძენილი 160 ათას ლარიან როიალზე დეპუტატი 1 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაუკრავს.
“რა არის ამაში გაუგებარი და საპოლემიკო არ მესმის”.- ამბობს ბოლქვაძე.