“გახარიას პარტიის წარმომადგენლები და თვითონ გახარიაც “ქოცის” გაგრძელებაა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით გიორგი გახარია და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” იდეოლოგიურად და შეხედულებებით, პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ივანიშვილს “ქოცებისგან”.
”ერთგვარი ლეგიტიმაციის, ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება იყოს ლეგიტიმაციის მიცემა, მაგრამ პოლიტიკური კუთხით, ყველამ ვიცით არა მხოლოდ ჩვენ, “ნაციონალებმა” და ოპოზიციონერებმა, არამედ საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა, ამომრჩეველმა იცის, რომ ისინი არიან “ქოცის” გაგრძელება, გახარიას პარტიის წარმომადგენლები, თვითონ გახარიაც.
უბრალოდ რაღაც უთანხმოება ჰქონდათ, თორემ იდეოლოგიურად, პრიორიტეტების თვალსაზრისით, შეხედულებებით, პრაქტიკულად არ განსხვავდებიან გახარიას ხალხი, მათი პარტია და ბიძინა ივანიშვილს “ქოცები”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.