კახა ჩავლეშვილი
.
“ვაკიჯვრის მადნიანი ველი, რომელიც მოიცავს -70კმ2, აერთიანებს 12 მადანგამოვლინებას, რომლებიც სივრცობრივად და გენეტური ტიპების მიხედვით გაერთიანებულია რამდენიმე ჯგუფად კერძოდ: შემოქმედის (გონებისკარის, ჯახუას, გვერდას მადანგამოვლინებები), ფამფალეთის (ფამფალეთის,
ციხისუბნის, ლაშიღელეს მადანგამოვლინებები), ვაკიჯვრის (ჭაჭუას ღელეს, ჩხიკვას ღელეს, ნასახლების, ქორისბუდის მადანგამოვლინებები) და გომის
(ცხინკულასა და ბჟუჟის მადანგამოვლინებები)”
.
“შემოქმედის ჯგუფიდან ყველაზე პერსპექტიულია გონებისკარის სპილენძმოლიბდენის მადანგამოვლინება, რომლის ჰიდროთერმული შეცვლის პროდუქტში ოქროს მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. ეს ადანგამოვლინებამდებარეობს ს. გონებისკარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ მანძილზე და ახლა მისი ტერიტორია მიტოვებული ჩაის პლანტაციებითაა დაფარული.
.
აქ მჟავე წყლის მახლობლად, 1987 წელს გურიის გეოლოგიური– ძებნითი პარტიის მიერ სამშენებლო მასალების ძიების ბურღვის დროს სიღრმეში, 37–39 მეტრის ინტერვალში, დაფიქსირდა სპილენძის მასიური კოლჩედანური გამადნება.
.
ამ მადნის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი შეიცავს სპილენძს 17,3%-ს, ოქროს 0,44 გ/ტ–ს, ვერცხლს 7,5 გ/ტ–ს, მოლიბდენს 0,02 %-ს, დარიშხანს 5,2%-ს, ანთიმონიტს 1,4 %-ს, ბისმუტს 0,2%-ს”
.
– “თორიუმი – მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებები საქართველოში” (2022 წელი)








