შეუძლებელია ასეთი მასშტაბური კორუფცია იყოს ქვეყანაში. ძალიან ბევრი ფაქტი ახლაც გრძელდება და ძალიან ბევრი ჩინოვნიკია, რომელიც გამდიდრდა, ხალხის ხარჯზე – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
გიგაურის თქმით, მათი გამოძიებებიდანაც ჩანს, რომ “დიდძალი თანხების მითვისება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაშინ როცა ხალხს იმის საშუალება არ აქვს, რომ მედიკამენტი იყიდოს.“
შეუძლებელია ასეთი მასშტაბური კორუფცია იყოს ქვეყანაში. ძალიან ბევრი ფაქტი ახლაც გრძელდება, და ძალიან ბევრი ჩინოვნიკია, რომელიც გამდიდრდა, ხალხის ხარჯზე, კიდევ ძალიან კარგად ცხოვრობს და ევროპაში იწყობს მომავალს და ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს არის მასშტაბური ხასიათის, ეს არ არის ერთული შემთხვევები მხოლოდ. ჩვენი გამოძიებებიდანაც ჩანს, რომ ძალიან დიდ ფულს იპარავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაშინ როცა ხალხს იმის საშუალება არ აქვს, რომ მედიკამენტი იყიდონ. ეს არის ძალიან ხელსაყრელი ივანიშვილისთვის და მმართველი პარტიისთვის, ამიტომ ისინი საშუალებას აძლევენ, “მწვანე შუქს უნთებენ“, რომ მოიპარონ ფული და ყველამ ყველაფერი იცოდა.
ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯიბიდან არ ხარჯავს ფულს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ურიგებს ფულს ამ ადამიანებს, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მათი მსახურება მას დასჭირდება, თუკი ვინმე უარს იტყვის, ყოველთვის ეყოლება პროკურატურა და სასამართლოს კლანი, რომელიც დასჯის ამ ადამაინებს. ეს არის შეკრული წრე, ადამიანები ერთის მხრივ მდიდრებიდან, მეორეს მხრივ კი ისინი ანგარიშვალდებულები არიან კონრკეტული ადამიანის და პარტიის მიმართ, – განაცხადა გიგაურმა.