გურიის მოამბე

,,თუ ე.წ. ხელისუფლებას ექიმებთან ომი სურს, ამას მიიღებს!” – მედიკოსებმა გაფიცვა დაანონსეს

მედიკოსები იფიცებიან. ამის შესახებ საგანგებო განცხადება მათ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე გააკეთეს.

ექიმებმა დაკავებულ მედიკოსს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და პირდაპირ თქვეს, რომ პოლიციამ არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს აგინა, რაც დაუშვებელია. მათი თქმით, აღნიშნული შეურაცხყოფა მათ, ფაქტობრივად, სახელმწიფოსგან მიიღეს, რადგან პოლიცია სწორედ სახელმწიფოს შტოა.

თუ ე.წ. ხელისუფლებას ექიმებტან ომი უნდა, მიიღებს ამ ომს! – თქვეს მედიკოსებმა.

ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის აღმაშფოტებელი ფაქტი, კერძოდ, ბატონი ვაჟა გაფრინდაშილის დაკავება აბსოლუტურად უმიზეზოდ, ადამიანი, რომელიც გამოათრიეს ტროტუარიდან, რომელიც მიზანმიმართულად, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ვაჟა გაფრინდაშვილი, დაიჭირეს, წაიყვანეს და მიუსაჯეს 7 დღიანი პატიმრობა, მაგრამ ჩემი და მემგონი თქვენიც, უარესი აღშფოთება გამოიწვია იმან, როდესაც პოლიციელმა, რომელმაც შეათრია, და ერთი არ იყო, ბევრი პოლიციელი, წიხლებით ტენიდა მანქანაში ბატონ ვაჟას, მიაყოლა, რომ “მოდი აქ, შენი ძალად ექიმის დ..ო”. როდესაც პოლიციელი დგას ქუჩაში, ნებისმიერ ადგილას, ის წარმოდგენს ხელისუფლებას, სახელმწიფოს და როდესაც ის არღვევს რაღაცს და მითუმეტეს, არღვევს ასეთი ადამიანის მისამართით და იგინება, ყველამ ჩავთვალეთ, რომ ამას კონკრეტული პოლიციელი არ აკეთებს, ჩემთვის სულერთია, ის პოლიციელი ვინ არის, ამას აკეთებს კონკრეტულად სახელმწიფო. გუშინ ე.წ. სახელმწიფომ ჩვენ, ყველა ექიმს ერთად გვაგინა. 

მე სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ვაჟას, ჩათვალეთ, რომ ყველას სოლიდარობაა. თუმცა, როცა ექიმების შეკრებაზეა ლაპარაკი, იქ ტავებს არ ითვლიან, როგორც უყურებთ, აქ ბევრი ცნობილია ექიმია, რომელსაც ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

ჩემს კოლეგებში უკვე არის მომწიფებული აზრი, რომ რადგან ე.წ. ხელისუფლებამ ასე შეგვაჩვია ხელი და ენა, მოდით ასე ვქნათ, ხვალ გავაკეთოთ ექიმთა გაფიცვა. ეს უპრეცედენტ ამბავია, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამას აქვს თავისი ფორმა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საავადმყოფო და ამბულატორია მიიღებს გადაუდებელ პაციენტებს, გაუწევენ ყველანაირ დახმარებას, უარს ეტყვიან მხოლოდ გეგმიურ პაციენტებს გარკვეული პერიოდით. ასე რომ, ცუდად ნუ აგვიხირდებით!, გპირდებით, თქვენ თუ ექიმებთან აპირებთ ომს, თქვენ ამ ომს მიიღებთ და მიიღებთ ძალიან ცუდი ფორმით. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!,  – განაცხადეს მედიკოსებმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights