ბახვი ჰესი – ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა
პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი
ბახვი ჰესის ინიციატივით მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. ის, ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით, 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას. ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, პიერ ბიდემანი საუბრობს ბახვი ჰესზე, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოდელზე, სადაც მენეჯმენტი დიდ ყურადღებას უთხმობს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის მაღალ დონეზე მართვას.
„ბახვი ჰესი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების მართვის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული პროექტია. მშენებლობა ხორციელდება ვიწრო და ციცაბო ხეობაში, შესაბამისად, სამუშაო პროცესი დიდი დაკვირვებით უნდა დაიგეგმოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, მკაცრი ზამთრიც. ამ გამოწვევების სამართავად, საჭიროა მკაფიო პროცედურების განსაზღვრა და დაცვა. მაგალითად, მშენებლობის შეჩერება ზამთარში სამუშაო ძალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით და მისი აღდგენის წესი გაზაფხულზე. ამ პირობებში არსებობს, როგორც თოვლისა და ყინვის, ასევე ზვავის საფრთხეც. სწორედ ეს რისკები აქცევს ბახვი ჰესს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით რთულ პროექტად. საბედნიეროდ, დღემდე არ დაფიქსირებულა არცერთი სერიოზული ინციდენტი, რაც გუნდის მიერ დანერგილი სისტემების ეფექტიანობაზე მიუთითებს“.
2021 – 2022 წლებში პიერ ბიდერმანი, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევებსა და მონიტორინგს. მან მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას.








