დაკავებული 71 წლის აზა ჩილაჩავას ადვოკატი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ ყვება. მარიამ პატარიძის თქმით, აზა ბებოს პოლიციამ 2,55 ლარი დალუქა.
ინტერსების დამცველის თქმითვე, არაერთხელ სცადა, 71 წლის ქალისთვის გადაეფიქრებინა, არ დაეწყო შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.
არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა, – წერს მარიამ პატარიძე.
“ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა.
იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი.
რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა.
ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა – იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის.
არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა” | წერს აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავას ადვოკატი, მარიამ პატარიძე.

“ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა. 






