გურიის მოამბე

მიხეილ სააკაშვილი – 2010-2012 წლებში ჩემი ხელისუფლება ეხმარებოდა ვენესუელას ოპოზიციას

ტრამპი აღმოჩნდა ამერიკის ყველაზე მილიტარისტული პრეზიდენტი და შეიძლება რეიგანსაც კი აჯობოს ამ მხრივ
მიხეილ სააკაშვილი
უახლოეს კვირებში ის შეიარაღებული ძალებით დაამხობს მადუროს რეჟიმს ვენესუელაში. მადურო დიდი ხანია აღარ ატარებს არჩევნებს, ანადგურებს ოპოზიციას, ქვეყნიდან ყრის ვენესუელას საუკეთესო მოქალაქეებს.
ამაზე მახსენდება, რომ მაიამიში ერთხელ გამოვიძახე უბერი, რომლის მძღოლმა მიცნო და მომიყვა რომ ის იყო ვენესუელას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, მან მომიყვა მის ქვეყანაში ძალიან ფართოდ გავრცელებულ კორუფციაზე და მითხრა რომ ის ისევე როგორც რამდენიმე მილიონი სხვა ვენესუელელი, ქვეყნიდან გააქცია რეჟიმმა.
მადუროს დამხობა ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის. ჯერ ერთი იმის გამო, რომ ვენესუელას ნავთობზე სანქციები მოეხსნება, ნავთობის ფასი დაეცემა და ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს. მეორე, მაშინ როცა მადურო საგარეო მინისტრი იყო, ვენესუელამ აღიარა აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა.
როგორც კი მარია კორინა მაჩადო მოვა ხელისუფლებაში, ის ამ აღიარებას გააუქმებს და კიდევ ერთი, 2010-2012 წლებში ჩემი ხელისუფლება ეხმარებოდა ვენესუელას ოპოზიციას რომელსაც მაშინ კაპრილესი ლიდერობდა. ის რაც მაშინ ოპოზიციამ ვერ მიიყვანა ბოლომდე, ახლა ტრამპი გააკეთებს.
პატიმრობაში მყოფი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის,  ამ განცხადებას, მისი ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს..
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights