რუსეთის სამხედრო-პროპაგანდისტული წრეების ერთერთი წამყვანი ბლოგერი, იური პოდოლიაკა აღიარებს, რომ ომის დაწყებიდან 3.5 წლის შემდეგაც კი რუსეთის არმია კვლავ ვერ ახერხებს თავისი ჯარების მომარაგებას საბაზისო აუცილებელი საშუალებებით .საცვლებით, წინდებით, ან თუნდაც სტანდარტული უნიფორმით. ჯარისკაცები იძულებულნი არიან საკუთარი აღჭურვილობა შეიძინონ ან დაეყრდნონ მოხალისეებს, რომლებსაც საკუთრივ რიგითი მოქალაქეები აფინანსებენ. მისი რუსეთის თავდაცვის უწყება ინფორმირებულია ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ მის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.








