69 მუნიციპალიტეტს მხოლოდ 22 რეანიმობილი ჰყავს – არასაკმარისი სამედიცინო დახმარება ქვეყანაში

ქვეყნის მასშტაბით დღეს სულ 22 რეანიმობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა ხშირად მხოლოდ იმიტომ ვერ ხერხდება, რომ რეანიმობილი ადგილამდე დროულად ვერ მიდის.

ხატია დეკანოიძე უკვე დიდი ხანია ითხოვს ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი რეანიმობილი ჰყავდეს, დეპუტატმა ეს წინადადება სესიაზეც ბევრჯერ წამოაყენა. პარლამენტარმა საკუთარ თავზე გამოსცადა როგორი შედეგი დგება მაშინ, როდესაც რეგიონში შესაბამისი აღჭურვილობის რეანიმობილი არ არის.

სწორედ რეანიმობილის ადგილზე არ ყოფნის გამო დაიღუპა შოვში, სტიქიის ზონაში მომუშავე ორი პირი. ჯერ ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი 48 წლის მირიან ჭელიძე, რამდენიმე დღეში კი ჯარისკაცი, 50 წლის თემურ ხარჩილავა. ორივე მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში შოკის აპარატით აღჭურვილი რეანიმობილის ჩაყვანა ვერ უზრუნველყო.

22 რეანიმობილი ქვეყნის 69 მუნიციპალიტეტს უნდა ეყოს. მაგალითად, გურიის რეგიონში მხოლოდ ერთი რეანიმობილია, რომელიც  ოზურგეთშია ბაზირებული, ეს ერთი ბრიგადა მთელ რეგიონს ემსახურება, მათ შორის ბახმაროსაც. რეანიმობილების გადანაწილებასა და განთავსებას თავისი სტანდარტები აქვს ამ მონაცემებით საქართველო ყველა მათგანს არღვევს.

სანამ საქართველოს 4 მილიონამდე მოქალაქეს 22 რეანიმობილი ემსახურება, საკრებულოებისა და პარლამენტის დეპუტატებს სახელმწიფო ათობით ავტომობილით უზრუნველყოფს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share