ორსული სკოლის მოსწავლის ამბავი – 12 წლის მოზარდი დედა ხდება

ორსული სკოლის მოსწავლის ამბავი – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, უმძიმესი შემთხვევა, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მოხდა.  გოგონა მეექვსე კლასში იყო, როდესაც ოჯახმა გაიგო, რომ არასრულწლოვანი ფეხმძიმედაა და მალე დედა გახდება. 

ირკვევა, რომ მოზარდის დედამ ამბავი გვიან, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სახლში, არასრუწლოვანი ბიჭის მშობლები მივიდნენ და უთხრეს, რომ მისი მეექვსე კლასელი ქალიშვილი თანაქალქელისგან შვილს ელოდებოდა.

მაშინ ბიჭის მშობლები დაპირდნენ, რომ ორსულის სკოლის მოსწავლის სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდნენ, თუმცა შემდეგ მიატოვეს.

მეშვიდეკლასელის დედა, შველას ითხოვს. 12 წლის ორსული გოგონა სიცოცხლე ჰაერში კიდია. სკოლის მოსწავლემ დღე დღეზე უნდა იმშობაროს, თუმცა ოჯახს საკეისრო კვეთის ფული არ აქვს. ფიზიოლოგიური მშობიარობა მეშიდეკლაესელითვის კი შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.

ბავშვის მამა 16 წლის მოზარდია.  სკოლის მოსწავლეებმა  ერთმანეთი გასულ წელს გაიცნეს. გოგოს დედა ამბობს, მისი არასრუწლოვანი შვილი ბიჭს მშობლების სახლში მიჰყავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share