„ნაცმოძრაობას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს და რაღაცაში ხელი შეგვიშალოს. მათ არ აქვთ ამის რესურსი. ელემენტარულად, ამასწინათ, მათ საპარლამენტო შემადგენლობას გადავხედე და მთელ „ნაცმოძრაობაში“ სულ ექვსმა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი. აქედან გამომდინარე, მათ ამის რესურსი არ აქვთ, რომ ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ და ხელი შეუშალონ რაღაცას. ერთადერთი პრობლემა არის საერთო კოორდინაცია – გლობალური „ომის პარტია“ და ლოკალური „ომის პარტია. იქ თუ დალაგდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაღაც გადაწყვეტილებები, ეს რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენ გარშემო პროცესები სხვანაირად განვითარდეს. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, რომ მაქსიმალურად შესრულდეს 12 პუნქტი, რასაც ვაკეთებთ და პლუს, გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ და ბუნებრივია, აქ ბოლომდე დავიხარჯებით”
განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “პირველი არხის” ეთერში.