მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ მის საძინებლებში ვიდეოთვალები იყო დამონტაჟებული.
ამის შესახებ ჯაჭვლიანმა ტვ “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
მისი თქმით, 2015 წელს, როცა ის პარლამენტის დეპუტატი იყო და ქუთაისში ცხოვრობდა, სწორედ იმ ბინაში აღმოაჩინა მისმა მეგობარმა, ლუკა კურტანიძემ საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოთვალები:
“ლუკაც პარლამენტში იყო მაშინ, ბინას ხომ არ ვაქირავებინებდი და წამოვიყვანე ჩემთან, ბინაში. მეორე დილით მეძახის-მოდი აქო. ამახედა ზემოთ, საძინებელში ვიდეოთვალი არის დამონტაჟებულიო, გავედით მეორე საძინებელში და იქაც ყოფილა. წარმოგიდგენიათ? თურმე ადამიანები მითვალთვალებდნენ და აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი საძინებელში”-აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ეს ხელისუფლების გაკეთებული ყოფილიყო ის პასუხობს, რომ ამაში დარწმუნებულია. რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ამას გამოიძიებდნენ:” მივედით მეორე დღეს პარლამენტში, შევხვდით სესიაშვილს და მოვუყევით ყველაფერი, შეწუხდა-” უი ეს როგორო, ასეო, ისეო და მეტი არაფერი”-აღნიშნა ჯაჭვლიანმა.