რა მაჩვენებელზეა შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი – მარინა ტოტოჩავა

რა მაჩვენებელზეა შენი სასიცოცხლო იმუნიტეტი
რა კომპონენტებია, შენი სასიცოცხლო ენერგიის მთავარი მმართველები
რომ ელი იმუნური პარამეტრებია დაავადებების სათავო მიზეზები
ამათ მაღლა მხოლოდ სამყაროა და ალბათ ღმერთი
პირველი ნაწილი
იმუნიტეტზე ხშირად ვსაუბრობ. თიმუსზე სტატიაც ამას ეხებოდა. ახლა ძალიან მოკლედ ,იმუნიტეტის ყველა მხარეს განვიხილავ, მაგრამ, უფრო ბოლოსკენ ვისაუბრებ იმუნიტეტის ფესვებზე და ბირთვებზე. ანუ დაავადებების სათავო მიზეზებზე. რომლებიც ქმნიან სიცოცხლის ხარისხს.
დეენემის თითო მონაკვეთი , რომელიმე გენის შესატყვისია. აქ არის გენეტიკური ინფორმაციები , როგორც წარსული გენეტიკის , ისე მომავალი თაობების შესახებ. დეენემი დახვეული სპირალის ფორმისაა. შეიცავს ურიცხვ ნუკლეოტიდებს. დომინირებს ოთხი—გუანინი, ადენინი,ციტოზინი, თიმინი. მათგან შენდება ადამიანები. მათ , ადამიანების სამშენებლო ღერძებს უწოდებენ. ადამიანი რომ დაიბადება, მისი ცხოვრება უკვე დაწერილია——-მისი მანერების სტილი, ჯანმრთელობის ხაზი, ბედ-იღბლის სტრატეგიები , წარმატებების ხარისხი და რაოდენობა. ადამიანები ,ძირითადად იმ დაავადებებით და იმ გართულებებით კვდებიან , რითაც მათი მშობლები. ეს დადგენილია მეცნიერულად და ცხოვრებაც ამის დასტურია. მაგრამ, სამყარო წუთისოფლის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გონიერი მიდგომებით ბევრი ხარვეზი დახვეწონ და შეცვალონ . შესწავლილია, რომ თითქმის, ყველა ადამიანი , რომელიმე მემკვიდრულ დაავადებას ატარებს , რაც გარეგნულად ხშირად არ იკვეთება. დეენემი——ადამიანის გენეტიკური პაკეტის——-ქრომოსომების მთავარი შემადგენელია. დეენემის აღმოჩენით , მიშერმა მსოფლიო მედიცინა შემოაბრუნა ახალი ეპოქისკენ. ის ცდებს ატარებდა ადამიანის ჩირქზე. მეგობარი ქირურგები, მას ყოველდღე ამარაგებდნენ პაციენტების ჩირქიანი მარლებით. ის ჩირქში ბირთვების გამოსაცალკავებლად , ლეიკოციტებს წმენდდა ღორის კუჭის წვენით. ისტორიულ წყაროებში ბევრი ვეძებე, ა მდენი ღორის კუჭით ვინ ამარაგებდა, მაგრამ ვერ ვიპოვე. პეპსინით და სხვა——-კუჭის მჟავე ელემენტებით , ჩირქს ანუ ლეიკოციტებს ბოლომდე შლიდა და ასუფთავებდა. ადამიანების სიცოცხლისთვის და იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის ხშირად ვიმეორებ ამ აზრს——– სიმჟავის შემბოჭავების ქრონიკული გამოყენების ზიანის შესახებ. იმუნიტეტის სამფლობელო კუჭ-ნაწლავია. კ უჭის მჟავე კომპონენტები არის გამანეიტრალებელი და მკვლელი, ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობების . მჟავე გარემო , წამლით, მუდმივად, არ უნდა შეიბოჭოს და მოისპოს. ზედმეტი სიმჟავე უნდა დარეგულირდეს, შესაბამისი რეაქციების დაბალანსებით.
დაშლილი უჯრედებიდან, მიშერმა მიიღო ნუკლეინის მჟავა ანუ დეენემი. როცა მკურნალობის დროს ქრონიკულად იღებთ სიმჟავის ხელოვნურად დამთრგუნველ მედიკამენტს , ამით , ზეწოლას და პარალიზებას ახდენთ პეპსინზე და სხვა მჟავებზე . შედეგად აზიანებთ დეენემის სტრუქტურებს. სიმჟავე უნდა ბალანსირდეს ბიოქიმიური რეაქციების გასწორებით და არა დეენემის მკვლელობით. თავისუფალი რადიკალები, მძიმე მეტალები, არამიზანმიმართული წამლები, ქრონიკული დაავადებები, ამინომჟავების დისბალანსი და ცილების პრობლემა; ნეიროგენეზის დათრგუნვა ნეგატიური მოვლენებით ; პარაზიტების ,მავნე სოკოების და ვირუსების ჩასახლება ორგანიზმში ———აზიანებენ დეენემს . ჯანმრთელს დაავადებული ბავშვი უჩნდება. რადგან, ამ ფონებზ ე დეენემს სწორად ვეღარ გადააქვს გენეტიკური ინფორმაციები. ადამიანი ცოცხლობს მანამ, სანამ მისი წინაპრიდან გადმოცემული დეენემით , სამყაროში ინფორმაციის გავრცელება შეუძლია. ხელოვნური კვებით, არასწორად მართული დაავადებებით, ფიზიკურად მოდუნებული ცხოვრებით, ნეიროგენეზის ჩამკვლელი გარემოცვით, დეენემი ყოველდღე დეგრადირდება და სამყაროში ინფორმაციის გადაცემას უფრო ამცირებს. ასე კვდება ადამიანი. გენეტიკური ინფორმაციის დამკვიდრება რამდენიმე გზით ხდება. ერთი მაშინაა, როცა ერენემზე ც ილების წარმოქმნა მიდის. არ კონტროლდება ცილები და მისი შემადგენელი ამინომჟავები? ვერ იქნება ადამიანი ჯანმრთელი. ნებისმიერი ორგანო, მაგალითად, დაზიანებული ღვიძლი , გაჯანსაღებას მაშინ დაიწყებს, თუ მის უჯრედებში—-ჰეპატოციტებში დეენემის და ერენემის სინთეზი აღდგება, ამინომჟავები და შესაბამისად , ცილები დარეგულირდება. მკურნალობის სხვა მცდელობა, ცეცხლის ირგვლივ დროებით ცეკვას ჰგავს. მკურნალობები, რომლებიც ამინომჟავების ბალანსის გასწორებაზე არ არიან აქცენტირებული, ადამიანში დატოვებენ პრობლემურ და დაზიანებულ დეენემს. ექიმის მიზანი მკურნალობისას ,უპირველესად დეენემის დაშიფრული ინფორმაციის გაგების მცდელობაა. ამის წყაროა —-დეტალური ანამნეზი, ცხოვრების სტილი, წინაპრების გენიალოგიური ხის შესწავლადა სხვა . დეენემის უამრავი ფუნქციიდან უმთავრესია ცილებთან, ამინომჟავებთან და ფერმენტებთან ბიოქიმიური კონტაქტები. ნებისმიერი დაავადების დროს სიცოცხლე გახანგრძლივდება, ცილების, მისი ამონომჟავების და ფერმენტების შესწავლით. ფერმენტებიდან——ზოგი ფერმენტის დეფიციტი ან სიჭარბე დეენემის სპირალიზაციას ცვლის. ზოგი ფერმენტი დეენემის ძაფებს ჭრის. ზოგის ნორმული ქმედება კი ამ ძაფებს აღადგენს. დეენემის ფერმენტები მეტაბოლიზმს აკონტროლებენ. დეენემის გენეტიკური ინფორმაციით ხდება ადამიანის დაბადება, ზრდა, გამრავლება, განვითარება. დეენემით ხდება კიბოს ანალიზის დასტური. დეენემზე აზროვნებით ხდება კიბოს შეჩერება და მძიმე დაავადებების მკურნალობა.
ლეიკოციტები
იქმნებიან—-ძვლის წითელ ტვინში, ლიმფურ კვანძებში და ელენთაში. სისხლის თეთრი უჯრედებია .ფაგოციტოზის დროს, როცა ორგანიზმში ბაქტერია ან მიკრობი ან ვირუსებია შემოჭრილი ,ლეიკოციტებს ციტოპლაზმური ფეხები გამოეზრდებათ. ამ ფეხებს ბაქტერიებს შემოახვევენ და ახრჩობენ. ესაა ფაგოციტოზი. ადამიანის გადასარჩენად, ამ მოქმედების ჩამდენ, კონკრეტულ ლეიკოციტებს ——ფაგოციტები ჰქვიათ. ჩირქი ეს არის———-ამ ბრძოლას შეწირული ლეიკოციტ—–ფაგოციტები პლიუს მოკლული ბაქტერიები პლიუს დანეკროზებული ქსოვილის უჯრედები. ადამიანის დაცვის მეორე გზაა-ლეიკოციტები ქმნიან ანტისხეულებს. ადამიანი სამყაროს ფორმულა და სახეა. მედიცინას მილიონობ ი თ ნიუანსი აქვს. ზერელე პერსონებისთვის ყველაზე მარტივად ჩათვლილი, მაგრამ, ყველაზე რთული—– სისხლის საერთო ანალიზის გაშიფრვა თუ იცის ექიმმა, ის ბევრ პაციენტს მოარჩენს. ბევრი ფაქტია ამ ანალიზზე არასრულყოფილი რეაგირების. ვაგრძელებ , კიდევ რას ვნახულობთ სისხლის საერთო ანალიზში.
მარცვლოვან ლეიკოციტებს ქვიათ გრანულოციტები, უმარცვლოებს——-აგრანულოციტები. გრანულოციტური ლეიკოციტებია—–ეოზინოფილები, ბაზოფილები და ნეიტროფილები. აგრანულოციტური ლეიკოციტებია——ლიმფოციტები და მონიციტები. ლეიკოციტები ორგანიზმის ნამდვილი სასწრაფო დახმარება არიან. იქ გარბიან, სადაც ორგანიზმს უჭირს. სისხლძარღვის კედლებსა თუ ორგანოებში თავისუფლად ძვრებიან. არა მარტო შემოჭრილ მტრებს ესხმიან თავს , არამედ ორგანოებში მავნე ნაშთებს წმენდენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ— თქვენ ბევრგან გეტყვიან, რომ საუკეთესოა ,მაგალითად— 4 ან სამი ან 5 მილიონი ლეიკოციტი. ეს უკვე ჩამორჩენილი მიდგომაა. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. მედიცინა ყოველდღე წინ მიდის. ბევრი ახალი სტანდარტი ყველგან დანერგვას ვერ ასწრებს. ადამიანი ჯანმრთელია, თუ ლეიკოციტი არის —ან 6 ან 7 ან 8 ან 9. დანარჩენ შემთხვევებში უკვე პრობლემების დასწაყისი ან დიდი პრობლემებია. ჩემი ფავორიტია 7 ან 8. ამ ორ ციფრზე, უფრო მეტი ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი მინახავს. სამწუხაროდ, ზოგან 4 ა ნ 5 ლეიკოციტზე გეტვიან, რომ არაფერი გჭირსო. ეს დარგის კატასტროფის პრეცენდენტია. სწორედ ამიტომაა, ასე გამრავლებული, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები . რა შემთხვევაში მცირდებიან——-ქრონიკული და მწვავე ინფექციები, სისხლის ღია თუ ლატენტური დაავადებები, ვიტამინების მეტობა ან ნაკლებობა ,სისხლში ვირუსები ან ბაქტერიები, რევმატოიდული პროცესები, თირკმლების რთული დაზიანება ,ორგანოების უკმარისობები, პარაზიტები ან მავნე სოკოები, გენეტიკური, თანდაყოლილი დაავადებები; ანემიები, არასაჭირო მედიკამენტების მიღება ,ელენთის ან ღვიძლის პრობლემები, კიბო, ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, ცილების და ამინომჟავების დაშლა და სხვა. 5 ან 4 მილიონი ლეიკოციტი სისხლის საერთო ანალიზში, პროცენტულად ყველაზე მეტი არის ღვიძლის ლატენტური დაზიანების დროს . მის შემდეგ მეორე რიგშია –პარანეოპლასტიკური მდგომარეობა ანუ ორგანიზმის მზარდი განწყობა კი ბოს მისაღებად. ანუ 6 ზე დაბალი ლეიკოციტის დროს , თუ გეტყვიან—- ეს არაფერიაო, გაცილდით მაგ გარემოს, უფრო ჭკვიანი ექიმები მოძებნეთ და იბრძოლეთ გაჯანსაღებისთვის და სიცოცხლისთვის. რადგან, დაბალი ლეიკოციტი სისხლის საერთო ანალიზში , დეენემის აშკარა კვდომის ღია გამოხატულებაა. ლეიკოციტები რომ დაქვეითებულია, ორგანიზმი შიმშილს განიცდის. შეიძლება ამ დაქვეითების დროს , 6 ჯერადი კვება მიიღოთ, მაგრამ ———-უჯრედები შიმშილისგან იღუპებოდეს, ღეროვანი უჯრედები იხოცებოდეს და ნეიროგენეზი ჩლუნგდებოდეს. ადამიანის ორგანოები იფიტებოდეს და იშლებოდეს.
ერითროციტები
ძვლის ტვინში იქმნებიან. გადააქვთ ჟანგბადი და ნახშირორჟანგი. ერითროციტები მომატებულია , უმეტესად, ამ დროს—-სისხლის და ფილტვის დაავადებები, თირკმლის კიბო, გულის დაავადების მძიმე სტადიები. დაკლებული არიან ——-ანემიების, სისხლდენების დროს. ერითროციტის მთავარი შემადგენელი ნაწილი———ჰემოგლობინია. თანამედროვე მედიცნაში სისხლის საერთო ანალიზში ფერადობა აღარ იწერება. მისი მეორე სახელია——–ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა—–mch. mch დაბალია რკინადეფიციტური ანემიის დროს. ასევე დაბალია ის, თუ სისხლდენას აპირებს ორგანიზმი . ბევრი პარამეტრების კვლევისას, მითუმეტეს თუ შესაძლებლობა არ არის ეკონომიკური, მაგალითად, შეგიძლიათ, საერთოდ არ აიღოთ ბე12 ის , ფოლის მჟავას და რკინის ანალიზი . ისინი შეიძლება გამოიცნოთ სისხლის საერთო ანალიზიდან. რადგან, Mch ანუ ფერადობა , მაღალია ნორმაზე ——-ბე12ის და ბე 9ის ანუ ფოლის მჟავის ნაკლებობის დროს. ეს დეტალები სასიცოცხლო პრობლემების მოხსნაში დაგეხმარებათ. ეს დეტალები არა მარტო ექიმმა, ყველა თანამედროვე ადამიანმა უნდა იცოდეს. რადგან, ეს ჯანმრთელობის გზაზე სწორად დადგომაა . ამ ანალიზების აღება თანხებს მოითხოვს. უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პარამეტრებს კი, აქედან ზუსტად გაიგებთ და ბევრ თანხასაც დაზოგავთ. ეს იყო ერითროციტების რაოდენობა. ახლა ვიტყვი ზომაზე , რომელიც ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. Mcv ანუ ერითროციტების საშუალო მოცულობა დაკლებულია—–თალასემიის, ასევე, რკინის დეფიციტის დროს . ხოლო მომატებულია—–ანემიების, ბე12ის ნაკლებობის, ბე9 ის ნაკლებობის და მეგალოციტური ანემიის დ როს.
ნეიტროფილები
მომატებულია——-ინფექციის, ანთების, სისხლის დაავადების, ოპერაციების შემდეგ. სწავლა ახალდამთავრებული ექიმები ხშირად მეკითხებიან ნეიტროფილების მარცხნივ გადახრის ფენომენზე. ნეიტროფილების ახალშობილი ფორმების მატება, ეს არის სისხლის საერთო ანალიზში ფორმულის მარცხნივ გადახრა. რაც უფრო მძიმედაა ადამიანი და მეტია სიცოცხლის დაკარგვის საშიშროება, მით მეტია მარცხნივ გადახრა. ექიმს აფრთხილებს მარცხნივ გადახრა, რომ უფრო მობილიზებული იყოს ადამიანის გადასარჩენად. ნეიტროფილების დაქვეითება ხდება ვირუსების, ჩიყვის ტოქსიკური ფორმების და ფარისებრის სხვა დაავადებების დროს.
მონოციტები
მომატებულია——-სეფსისის , ასვე ლორწოვანი გარსის პრობლემების დამძიმების დროს———რინიტი, ასთმა, ბრონქოპსპაზმი და სხვა. დაკლებულია კიბოს ბოლო სტადიაში.
თრომბოციტები დიდი თემაა. ბევრჯერ განვიხილე , ამ პარამეტრებთან ერთად, ადრე. ის სისხლის შემდედებელი ფაქტორია უმნიშვნელოვანესი. მისი დაქვეითების ან ქვედა ზღვარზე ყოფნის დროს განგაში გამოაცხადეთ. რადგან ,ეს სისხლდენის ან სისხლძარღვის გახეთქვის—–ინსულტის, ანევრიზმის, ნაწლავის პერფორაციის მანიშნებელია. თრომბის შექმნა არ შექმნაში მისი როლი უმთავრესია. ასევე ისინი დაქვეითებულია—–ტუბის, ელენთის პრობლემის, სისხლის დაავადებების, პანკრეასის კიბოს და გაფანტული სკლეროზის დასაწყისში.
რეტიკულოციტები
ნორჩი ერითროციტებია, რომლებმაც განვითარება ვერ მოსწრეს. ისინი იმატებენ—–ჰემოლიზური ანემიების და სისხლის დაავადებების დროს. იკლებენ—–ბე12 და ფოლი ს მჟავას დეფიციტის დროს.
ეოზინოფილები მატულობს ამ დროს—–სოკო, თირკმელზედა ჯირკვლის დიდი პრობლემები, კანის და ავტოიმუნური დაავადებები, ლეიკემია, ასთმა, ლიმფომა, საკვერცხეების კიბო, ლიმფური კვანძების კიბო ,წყლულოვანი კოლიტი, ძლიერი მინერალური დეფიციტი. უამრავჯერ მისაუბრია ეოზინოფილებზე უფრო დეტალურად. მაგრამ, რადგან მასზე ღიად და სახალხოდ საუბრის დროს , მარტო ალერგიას უსვამს ზოგი ხაზს , მოკლედ ამიტომ მაინც ავღწერე, თუ რა საშიშროებებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
ლიმფოციტები
როგორც ვთქვი ლიმფოციტები ლეიკოციტების სახესხვაობაა .ლიმფოციტები
ძვლის ტვინში იბადებიან ღეროვანი უჯრედებისგან . ბავშვებში ლიმფოციტების დიდი რიცხვი თიმუსშია. თიმუსი დაბადებიდან იმუნიტეტის ცენტრია. დღეს დღევანდელი ეპოქის ზრდასრულები , კუჭ-ნაწლავის დაავადებებით და ტოტალური დიზბაქტერიოზებით გამოირჩევიან. ისინი ზედმეტი ანტიბიოტიკებით გაბერილი წინა თაობაა. მათი პედიატრიული მეთვალაყურეობის დროს , მთავარი აქცენტი თიმუსზე, უხშირეს შემთხვევებში არ კეთდებოდა—- როცა მათ გაციება ან ბრონქიტი ან ფილტვების ანთება უმეორდებოდათ. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, არც ახლა კეთდება ამაზე აქცენტი. რესპირაციული დაავადებების განმეორებადობის სათავე პრობლემურ თიმუსშია. სტატისტიკურად, წლამდე , მსუქანი ბავშვების უეცარი სიკვდილები, მთლიანად თიმომეგალიის კისერზეა. სამ წლამდე მსუქანი ბავშვი არ ნიშნავს ეითრიფიკ ანუ ჯანრთელ ს. ასევე , სტატისტიკურად, სკოლის ასაკში უეცარი სიკვდილების 99 პროცენტი პრობლემური თიმუსის გავლენითაა. თუ პედიატრი , თიმუსზე, განსაკუთრებულად აქცენტირებული არ არის, არ არსებობს ბავშვისგან სრულყოფილად ჯანმრთელი ადამიანი დადგეს. ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის ფორმულა, ბავშვობის ასაკში ყალიბდება. ამის დასტური ტე ლიმფოციტების ფიზიოლოგიაა. რომელსაც ბავშვობის იმუნური ცენტრები კურირებენ დიდ ასაკშიც. თუ ბავშვს რაქიტი არ ჰქონდა, მას ზრდარულობაში არ ექნება სახსრების დაავადება, არც ქოლესტერინის სიჭა რბე, არც ნაწლავების დაავადებები და სხვა. ატიპური რაქიტები უფრო მძიმე ფორმებით მიდიან. რატიქი მარტო შუბლის დეფორმაცია არ არის, ის დეენემის , ასევე ბიოქიმიური და დამახინჯებული ფერმენტების და იმუნური კომპლექსების დიდი პრობლემაა.
თიმუსში ლოკალიზებული ლიმფოციტები ტე ლიმფოციტებია. ძვლის ტვინში დარჩენილები კი ბე ლიმფოციტებია. ლიმფოციტები იმატებს ამ შემთხვევებში——ვირუსები, ბაქტერიები, სისხლის დაავადებები ,ტუბერკულოზი, ინფექციები, მონონუკლეოზი ,სისხლის ან ლიმფური სისტემის კიბოები, ლეიკემია, ქრონიკული ანთებები ,აუტოიმუნური დაავადებები, ნაწლავების ანთებები ,ღვიძლის ანთებები, კიბოს რისკი .ნორმაზე ოდნავ მომატებული ლიმფოციტები უკვე კიბოს რისკია. იკლებს ამ შემთხვევებში——–ძლიერი გამოფიტვა, ტემპერატურები,სტრესი, პრედნიზონის მიღება, ქიმიოთერაპია, კიბო , ქრონიკული დაავადებები, ართრიტი, ვირუსები, რადიაციის დროს, მძიმე მ ეტალებით ინტოქსიკაცია. ლიმფოციტების ძლიერი დეფიციტი სიკვდილსაშიშ მდგომარეობას ქმნის. რადგან , მათი კლება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვაა. ლიმფოციტები არიან—- იღლიის, კისრის, საზარდულის და სხვა ლიმფურ კვანძებში ანუ ჯირკვლებში. მათ შეუძლიათ ანტიგენების ამოცნობა ანუ შემოსული მავნე, აგრესეული სხეულების და მიკრობების .ტე ლიმფოციტი უფრო ძლიერი გამანადგურებელია მავნე აგენტების. ა სევე უფრო სწრაფი ამომცნობია. ლიმფა, ლიმფოციტებს მთელს ორგანიზმში დაატარებს. ლიმფა გაივლის ლიმფურ ყველა კვანძს– ყველა ჯირკვალს. ლიმფურ კვანძებში გაჩერებული ლიმფოციტები , ირგვლივ ბაქტერიებს და ვირუსებს მუდმივად წმენდენ. სხეულის რომელიმე უბნის ანთება იმიტომ არის, რომ ლიმფოციტებმა იმ უბნის ჯირკვალი ვერ გაწმინდეს. რადგან , იმუნიტეტი უკიდურესად დაქვეითებულია. თავად ლიმფა ლიმფურ კვანძებში იწმინდება ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან. ლიმფური კვანძები ანუ ჯირკვლები გამწმენდი ცენტრებია . გადიდებული ჯირკვალი ნიშნავს ფარხმალდაყრილ ლიმფოციტებს. ორგანიზმში ინფექცია ან მავნე აგენტია და მათ მეტი გაწმენდა ვერ შეძლეს. ლიმფოციტების დანებება, ხდება მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებში.
ტე ლიმფოციტები ფორმირდებიან თიმუსში თიმიზინის გავლენით. ტე ლიმფოციტები ნამდვილი დეტექტივებია ძლიერი ყნოსვით. მათ ყველა უცხო დამზიანებელი აგენტის ამოცნობა შეუძლიათ. ადამიანს ცხოვრებაში, ერთხელაც არ დაემართება ფილტვების ანთება, თუ თიმუსის და ტე ლიმფოციტების პრობლემა არა აქვს. ლიმფური სისტემა ლიმფოციტების ეგიდით მთავარი მებრძოლია ინფექციებთან და რთულ დაავადებებთან. სადაც ანთებაა იქ ლიმფური კვანძი ან გადიდებულია ან მტკივნეულია .გაციება და ყელის ტკივილი არასერიოზულად რომ ჩათვალა ჩვენმა ხალხმა, აქედან დაიწყო იმუნიტეტის ზიანი. მხოლოდ კოვიდის პერიოდში დაიწყო ხალხმა, გაციების ას სახლში მასიურად გაჩერება. გაციების დროს ყველას არ ტკივა ყელი. როცა ადამიანს ყელი ტკივა, ეს კისრის ლიმფური ქსოვილის შეშუპება და ანთებაა. გაციებების დროს, საწუწნი აბების იმედზე მიგდებული ყელის ტკივილების შემდეგ , ცხოვრებაში აღარ უნდა გიკვირდეს კოჭის ან თვალის ქვემო მიდამოს ან მთელი სხეულის შეშუპებები , არც მკერდის და სხვა სიმსივნეები. რადგან, როცა ლიმფურ ქსოვილს უდიერად ეპყრობიან, კიბოც აღარ აყოვნებს გამოვლინებას. სულ სხვა დიდი და ძალიან მტკივნეული თემაა—– ნუშურა ჯირკვლები, რომლებიც სასუნქი სისტემის— ვალდეიერის რგოლში მთავარი, ინფექციების პირველი მომგერიებელი, უდიდესი იმუნური ლიმფური ცენტრია. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე, რომ მისი ამოკვეთა იმუნიტეტის უდიდესი კრახია . ის მხოლოდ რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო. საქართველო კი გლანდების მგლეჯელ საამქროდ იყო წინა წლებში გადაქცეული . ეს ერთი უდიდესი მიზეზია, ამ ქვეყანაში იმუნიტეტის მასიური დაქვეითების. ამის გამო , არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ ქვეყანაში სიმსივნეების დიდი რიცხვია. ასევე , უამრავი ადამიანი სიმსივნისწინარე პარანეოპლასტიკური სინდრომით ან სიგნალით , შეცდომით, სხვადასხვა დაავადებაზე უშედეგოდ მკურნალობს. ამის გამოა გაწელილი დროში — ქრონიკული დაავადებები. ნამდვილად საზეიმოდ აქვს საქმე იმათ , ვისაც ნუშურა ჯირკვლებზე ოპერაცია არ გაუკეთებია . თუმცა შველა ყოველთვის არის, სწორი მიდგომებით. თუ ლიმფოციტები, თუნდაც მცირედ მომატებულია დ ა რამდენიმეჯერ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ზეჭარბი თავისუფალი რადიკალებია . თუ ასე დატოვებენ , ისინი სანამ კიბომდე მიიყვანენ ორგანიზმს, მანამდე ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს დააზიანებენ , წნევას დამართებენ, შემდეგ ჩიყვს ან დიაბეტს დამართებენ და სახსრებს დააზიანებენ.
მაკროფაგები
ფაგოციტოზის განმახორციელებელი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედებია. ყველა ორგანოს, თავისი სპეციფიკური, სასიცოცხლო მაკროფაგი ჰყავს, რომლებზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. მაკროფაგებია———–ჰისტიოციტი,, მონოციტი, პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედები, სადაც ფორმდება დიაბეტი; ძვლის ოსტეოკლასტები, კუპფერის უჯრედები და სხვ. დიაბეტი ჰიპოფიზში და სხვა სტრუქტურებში იბადება. მაგრამ ფიზიოლოგიურად მაშინ სტატუსდება, როცა პანკრეასი წმენდის და აპოპტოზის უნარს ბოლომდე კარგავს და მეტაბოლურად ჭუჭყიანდება . მაკროფაგები ძვლის ტვინში იქმნებიან. ანემიების და სისხლის დაავადებების წარმოშობაში, დაჩლუნგებული მაკროფაგების დიდი მიზეზებიცაა. თუ მაკროფაგები ფიზიოლოგიურ ფორმაში არ არიან , ძვლის ტვინი პრობლემური იქნება. კუჭ-ნაწლავის მაკროფაგები ორგანიზმის დაცვის მთავარი ჯარისკაცებია. იცავენ ლორწოვან გარსებს შემოსული მავნე ანტიგენებისგან და აგრესიული მიკრობებისგან. მუდმივად წმენდენ ნაწლავის ლორწოვანს. მ ცნება ნაწლავების გაწმენდა ნაყენებით და მსგავსი საშუალებებით შეფარდებითი და თითქმის პრიმიტიულია. უფრო ზუსტად—- დროებითი. ნაწლავს წმენდს , იმუნიტეტის თავის სიმაღლეზე ყოფნა. რომლის ელემენტებს ფუნქციურად აქვთ ეს მოვალეობა. ნებისმიერი დაავადების რეალური მორჩენა , დამსხვრეული იმუნური კომპლექსების თანდათან აღდგენიდან იწყება. ნაწლავების ტოტალური დაინფიცირების დროს, მისი მაკროფაგები ჩართავენ აპოპტოზურ სიგნალებს, რაშიც შედის კუჭის სიმჟავის აწევა. ამ ფაქტორს ხშირად ვაბრუნებ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ უკუღმა ხდება. სიმჟავის , თუნდაც, პერიოდული აწევა არის იმუნური სისტემის კომპენსაციური მექანიზმი , რომ გაანეიტრალოს მიკრობები და გადაარჩინოს ნაწლავის ლორწოვანი გარსები დაბინძურებული სისხლის და ლიმფისგან. ომეპრაზოლების ქრონიკული კურსებით , მაკროფაგების ამ ფუნქციის პარალიზება და აპოპტოზის უნარის ხელოვნურად გამორთვა ხდება. ხელოვნურად გამორთული აპოპტოზის დროს , ორგანიზმი არა თუ კიბოს რადიკალებს , პატარა მიკრობებსაც ვერ გაანეიტრალებს.
ალვეოლური მაკროფაგები ფილტვების ალვეოლებში ცხოვრობენ. მუდმივად წმენდენ ფილტვებს შესუნთქული ნაგ ვისგან. წმენდენ ასევე აპოპტოზებისგან დარჩენილ ბალასტებს. მიუხედავად ასთმის შესაბამისი მექანიზმებისა, თუ დაბალი არ არის იმუნიტეტი და ალვეოლური მაკროფაგები ფიზიოლოგიურ ფორმაში არიან, შანსი არ არის ასთმის შეტევა განვითარდეს. რადგან, ასთმის შეტევის პროვოცირება, ზედმეტი ალერგიული აგენტებით გადატვირთვის ფონზე ხდება, როცა ალვეოლური მაკროფაგები და სხვა იმუნური პარამეტრები ნორმიდან გადახრილია.
ამ თემის მეორე ნაწილში იმუნური სისტემის სხვა გლობალურ მოთამაშეებს განვიხილავ. მოქმედების ზოგადი სქემა ერთია——— თუ ისინი ფიზიოლოგიურ ნორმებში არიან და სრულყოფილად მონაწილეობენ ბიოქიმიურ რეაქციებში, მაშინ ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტები არიან. თუ დაკლებული ან მომატებული არიან, იწვევენ მძიმე დაავადებებს და სიმსივნეებს. ემ -1 მაკროფაგები აძლიერებენ ანთებებს. ემ —2 მაკროფაგები კი-ამცირებენ ანთებებს. როგორც სხვა იმუნური კომპლექსების შემთხვევებში, ეს შედეგი დამოკიდებულია, როგორ მიდის ამინომჟავ ური სინთეზები და შედეგად , როგორია ცილების მდგომარეობა.
ჰისტიოციტები შემაერთებელ ქსოვილებშია. ისინი ააქტიურებენ ტე ლიმფოციტებს და ხელს უშლიან მძიმე დაავადებების, მაგალითად ,ართრიტების, მგლურას და სხვების ჩამოყალიბებას, სხვა გლობალურ იმუნურ პარამეტრებთან ერთად.
კუპფერის უჯრედები ღვიძლშია. მისით შეგიძლია გაანალიზო მიტოქონდრიების და დეენემის მდგომარეობა. ცე ჰეპატიტის შემდეგ, ღვიძლის არასაფუძვლიანი მკურნალობა ადამბლავებს ამ უჯრედებს. ამერიკული და ვეროპული მედიცინა კუპფერის უჯრედების კვლევას აგრძელებს . რადგან , ღვიძლი სამყაროს, ბოლომდე ამოუცნობ დიდ საიდუმლოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასულობით რეაქცია და ფერმენტული ბიოქიმია უზუსტესად ვიცით. ღვიძლი ინახავს , ადამიანის სიცოცხლეზე ყველა ინფორმაციას. უჯრედების ტიპები კიდევ ბევრია. ზოგი ძვალში ახდენს აპოპტოზს ,ზოგი კი, თირკმლის გლომერულებში. ახლა გადავდივარ უფრო გლობალურ იმუნურ სისტემებზე.
პროსტაგლანდინები
მისი დახასიათებით ვიწყებ იმუნიტეტის გლობალური ბირთვების წარმომადგენლების აღწერას, რომელთა ნორმული ფუნქციონირება ამაგრებს ადამიანებს დედამიწაზე, ხოლო გადახრები კი ქმნიან სიცოცხლისათვის ყველაზე საშიშ დაავადებებს და კიბოებს.
ისინი ცხიმოვანი მჟავებია ეიკოზანოიდების ოჯახიდან. ევროპელმა მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ საშვილოსნო იკუმშებოდა ცხიმის გავლენით. მას პროსტაგლანდინი უწოდა. ის მიიღება არაქიდონის მჟავისგან , უფრო ზუსტად, მისი წარმოქმნის ბიოქიმიური რეაქციის ბოლო ეტაპზე—– პროსტანოის მჟავისგან. არ იქნება თქვენთვის საინტერესო, ეს გრძელი ბიოქიმიური ფორმულებით გამოვხატო. პროსტაგლანდინები მომატებულია ტრავმების , ინფექციური პროცესების, ანთებების და სხვა მძიმე ვითარებების დროს. COX-1 ფერმენტი მუდმივი სინთეზით ქმნის პროსტაგლანდინებს. მაგრამ ,ისინი განსაკუთრებულ შემთხვევებში აქტიურდებიან. მათი მუდმივი სინთეზი სასიცოცხლოა——-სისხლის ნორმული მიმოქცევისთვის, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელად მუშაობისთვის. მისი ნორმის გარეშე კუნთების სინქრონული და ჯანსაღი შეკუმშვა ან მოდუნება ვერ მოხდება. პროსტაგლანდინი — TNM მუდმივად მუშაობს თრომბის პროფილაქტიკაზე. ხოლო , COX -2 ფერმენტი იმ პროსტაგლანდინების დროებით სინთეზზე მუშაობს, რომლითაც ხდება მათი განახლება და დაავადებების მორჩენა——ანთებების, მძიმე მდგომარეობების , ტემპერატურების , ტკივილების და სხვა დროს. ანუ cox-2 ფერმენტი თუ დაკნინებულია——– რომელიც მხოლოდ იმაზე მუშაობს——– დაავადებების გამწვავების და გართულებული მდგომარეობების დროს, ადამიანის მოსარჩენად გამოიმუშაოს ამ ნივთიერებების ახალი სპეციალური პარტია——–მაშინ დაავადება გართულდება და ადამიანი მოკვდება ან დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადავა. ამიტომ არის ყველა გონიერი ექიმის მთავარი მიზანი , ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს——-გაციებიდან კიბოს ჩათვლით———დაზიანებული იმუნური კომპლექსების აღდგენის ფონზე ჩაატაროს ყველა სამუშაო. ზოგ ვითარებაში სწორადაც რომ შეეცადო ამინომჟავური ბალანსის აღდგენას, ორგანიზმი ექიმს სულ ვერ გეხმარება. რადგან, პაციენტს იმუნური ბაზისი გამოცლილი აქვს.
ამერიკულ მედიცინაში ძალიან დიდი ხანია ,პროსტაგლანდინების გამოყენებით სრულიად უმტკივნეულო მშობიარობებია. თუ ამ ნივთიერებების ცვლა ნორმაშია , ადამიანს არ დაემართება არც კუჭ-ნაწლავის დაავადებები და არც ამ სისტემის სიმსივნეებ ი. ნორმაში მყოფი პროსტაგლანდინები , კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსების აღდგენას ახდენენ. კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი პროსტაგლანდინების ნორმის დროს, იცავს კუჭს და ნაწლავებს საკუთარი აგრესიული ზოგი ფერმენტისგან. ბრძენი ძველებისგან გსმენიათ და აკადემიური მედიცინის დოგმაა ,რამდენიმე საათის მშიერი არ უნდა დაიძინო .რამდენიმე ლუკმა უნდა შეჭამო. მშიერი კუჭი მის კედელს ჭამს. ანუ კუჭი თავის კუჭს ჭამს . ყველა ორგანოს წყლულების წარმოშობის მექანიზმში ერთი დიდი დამნაშავე ეს ნივთიერებაა. ყველა წყლული შეხორცდება პროსტაგლანდინებთან დაკავშირებული ბიოქიმიური რეაქციების დაბალანსებით . ამ რეაქციებში წყლულის დროს 30 მდე ნივთიერებაა დაქვეითებული. რომელთა შევსება ზუსტად უნდა მოვახდნოთ მკურნალობის დროს. პროსტაგლანდინების ფიზიოლოგიური მიმოქცევა , ყველაზე მეტად ირღვევა სასუნთქი სისტემის, , კუჭ-ნაწლავის დაავადებების და კიბოს დროს. ისინი მთავარ როლში არიან , რომ ფიზიოლოგიურად წარიმართოს ,როგორც მენსტრუაცია ისე მშიბიარობა. თუ ნორმაში არიან —- ორსულობას ანარჩუნებენ და მისი მოშლის პროფილაქტიკას აკეთებენ. ასევე, არეგულირებენ წნევას და სისხლძარღვის კედლის გადრეკადებაში დიდი როლი აქვთ. მათი დარღვევა, არის სათავო მიზეზი ამ დაავადებების განვითარებაში———ართრიტი, თრომბირება, ქოლესტერინის სიჭარბის გახანგრძლივება ,კუჭ-ნაწლავის დაზიანება , კიბო, სკლეროზი, ალცჰაიმერი , დემენცია, დეპრესია, ასთმა, კიბოსწინარე პარანეოპლასტიკური სინდრომები და სხვა. კერძოდ, ამ ჩამოთვლილ დაავადებებს ახანგრძლივებს და აქრონიკულებს ეს სამი— პარანორმ ალურ მდგომარეობაში გადასული პროსტაგლანდინი——— PGE-2 PGI-2 PGDL. გულთან დაკავშირებულ პრობლემას და ასევე სახსრებს ა ქრონიკულებს PGI – 2. შეშუპების , ასევე ტკივილების დროს PGD-2 მომატებულია. ამიტომ ხდება სწრაფი შეშუპებები. რადგან ,ამ დროს პროსტაგლანდინების გადახრაა ნორმიდან. ქრონიკული ანთებების დროს , პროსტაგლანდინების ეს ფორმებია სისხლში გააქტიურებული—–РGE—2 PGI-2 GD-2. მსოფლიო მედიცინის მეცნიერებაში, ყველა პათოლოგიური მდგომარეობის დროს დადგენილია ——–რომელის პათოლოგიური გააქტიურებაა და ყველას აღარ გავაგრძელებ. ეს გრძელი მწკვრივია. სათავო მიზეზი————–ქალის უნაყოფობის, ენდომეტრიოზის, ორსულთა ეკლამფსიის, მ უცლის მოშლის ——-არის პროსტაგლანდინების ნორმის დარღვევა. ასევე პროსტაგლანდინების ნორმული ციკლის და სინთეზის მოშლა სათავო მიზეზია——–ართრიტების, თვალის ანთებების, ყველა სახის ალერგიის, ეგზემის, ასთმის , ქრ რინიტის, ალცჰაიმერის , პოდაგრის და სხვების. რა თქმა უნდა, ამ დაავადებების გამძაფრებაში მარტო მათი დარღვეული ნორმები არ მონაწილეობს. ამაში მათ, სხვა გადახრილი იმუნური პარამეტრებიც ეხმარებიან. ისინიც იმუნიტეტის გლობალური ბირთვებია და მათ განხილვას მეორე ნაწილში გავაგრძელებ. თუ პროსტაგლანდინების მოქმედება ბიოქიმიურად დამახინჯებულია, მათი ცვლები მოშლილია, მაშინ აუცილებლად განვითარდება———-თრომბოზები, კუჭ-ნაწლავის და სახსრების ქრონიკული ანთებები, ეგზემა, ფსორიაზი, ვიტილიგო, გულის ქრონიკული დაავადებები, ქოლესტერინის გახანგრძლივებული სიჭარბე ,გლაუკომა, ინფარქტი, ისსულტი, დემენცია, ალცჰაიმერი ,სეროტონინის სინდრომი ,სიმსივნეები და სხვა. რადგან, ა მ ნივთიერებების მოშლილ სინთეზს , ადვილად შეუძლიათ კიბოს კანცეროგენების გააქტიურება და გაავება. ხოლო მათი ნორმაში ყოფნა კი , ადამიანების ჯანმრთელობის და ბედნიერების პირობაა. Pge-2 თუ ნორმაშია მას ბევრი საუკეთესო ფუნქცია აქვს—– ტკივილს აცილებს ადამიანს, იშემიას აქრობს, ლორწოს მომატებას ხელს უშლის , ასთმის პროფილაქტიკაა, კუჭ-ნაწლავს იცავს, ტემპერატურების გაქრონიკულებას ხელს უშლის; კუჭის წვენს იცავს და ზედმეტ სიმჟავეს აბალანსებს. ქალის შობადობის ნიჭი მთლიანად მაზეა დამოკიდებული.
მენტალურად სრულყოფილად არ მიმაჩნია ის ადამიანი, ვინც გახანგრძლივებული დაბალი ტემპერატურების დროს დაავადებულს ეტყვის– დაივიწყე ეს არაფერია, ეს ნევროზიაო. რადგან ,გაქრონიკულებული სუბფებრილური ტემპერატურების დროს , სწორედ ეს გლობალური იმუნური მსხვრევებია. Pgd-2 ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია. თუ ეს პროსტაგლანდინი ნორმაშია, მაშინ—-აკონტროლებს და აიცილებ —–ტკივილს, ალცჰაიმერს, დემენციას, სკლეროზს და ასთმას . უძილობის ძლიერი დარღვევის სათავე აქ არის . დაუშვებელია საძილე საშუალებების ხშირი გამოყენება. ეს არის ტვინის ამოვარდნა, სასიცოცხლო ბიოლოგიური კოსმოსური რიტმიდან.
პროსტაციკლინი pgf– 2 პროსტაგლანდინია ,რომელიც არტერიებშია . მათ სიმტკიცეს აძლიერებს და ეღობება შიგა კედლებზე თრომბების და სხვა შლაკების ჩაწოლას. დრეკადი და სუფთა არტერია ნიშნავს—- კომფორტულ სიცოცხლეს. რაც გაქვთ ნებისმიერი დისკომფორტი——————–უეცრად დაწყებულინ თავის ტკივილი ან გულის შეტევა ან წნევის აწევა ან დაწევა ნორმის ქვევით, თავბრუხვევა ან პულსის აჩქარება ან სისუსტე ან გულისრევის შეგრძნება ან ტინიტუსის ხმის გაძლიერება ან შაკიკის შეტევა ან სხვა ტკივილები, უსიამოვნო შეგრძნებები და სხვა სიცოცხლისათვის სა შიში დისკომფორტები დაკავშირებულია———- თრომბებით სავსე -დაშლაკულ არტერიაში ან სისხლძარღვში თრომბის უეცარ , საშუალო ტემპით გადაადგილებასთან. ამის შედეგად, მაშინვე შევიწროვდება არტერია და სისხლძარღვი, აჩქარდება პულსი ა ნ აგტკივდება თავი, შეიცვლება წნევა და სხვა რომელიმე . ყველა ცუდად გახდომის პრეცენდენტი დაკავშირებულია – პრობლემურ არტერიაში თრომბის საშუალო სისწრაფით გადაადგილებასთან. უფრო სწრაფი გადაადგილება , უკვე ემბოლაა და სიკვდილის თითქმის 100 პროცენტიანი შანსია. პროსტაგლანდინი თ უ ნორმაშია ა ნუ ფიზიოლოგიურ ზღვრებშია , არც აქამდე მიიყვანს არტერიის და სისხლძარღვის დაზიანებას და არც თრომბების წარმოქმნას დაუშვებს არტერიების და სისხლძარღვების კედლებში. ამიტომ არის ის განლაგებული არტერიის და სისხლძარღვის კედლებში საცხოვრებლად. პროსტაგლანდინმა თრომბის პროფილაქტიკა რომ შეძლოს, ამისთვის ამინომჟავები უნდა იყოს ნორმაში და ერთმანეთში ბალანსირებული. ამინომჟავები რომ ფორმაში იყოს ,ამისთვის ——-ვიტამინები, მინერალები და მჟავები არც ნაკლები უნდა იყოს და არც ზედმეტი. ვიტამინების ნაკლებობა ასუსტებს, ხოლო სიჭარბე ქმნის ყველაზე აგრესიულ, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს. Txa-2 და txb 2ის ფიზიოლოგიურ ნორმებზე დიდადაა დამოკიდებული—– შეწებდება თუ არა პათოლოგიურად თრმომბოციტები და თუ მიიღება თრომბი. თუ ის ნორმაშია ,თრომბოციტები , მხოლოდ ,სისხლდენის დროს შეწებდებიან და გააჩერებენ სისხლდენას.
პროსტაგლანდინებს, ციტოკინებს და კიდევ სხვა გლობალურ იმუნურ პარამეტრებს, რომელთა განხილვას მეორე ნაწილში გავაგრძელებ, ამერიკული მედიცინა იმუნიტეტის ჰორმონებად აკლასიფიცირებს. როგორც გითხარით , პროსტაგლანდინები ეიკოზანოიდების ოჯახიდანაა. ანუ ის მსგავსია ბიოქიმიური გრაფიკით — ომეგა 3ის . ომეგა შედგება ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავებისგან. ანუ მასში ერთი ,პროსტაგლანდინების კლასიდანაა .უკონტროლო ჯანდაცვის პირობებში , შეიძლება უხარისხო წამალმა და არალიცენზირებულმა ექიმმა ადამიანი დააზიანოს. როცა ლიმონათის პაწაწინა გასახსნელი 25 ლარი ღირს , როგორ იქნება 20 ლარიანი ომეგა- სამი ხარისხიანი. უხარისხო ომეგების ბუმზე სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ. უხარისხო ომეგები აზიანებენ ადამიანებს. ჩემი პაციენტი არასოდეს დალევს წამალს თუ ან აფთიაქში ან ევროპულ ან ამერიკულ ბაზაში წინასწარ არ მაქვს შესწავლილი მისი ხარისხი. ასევე მათი მაკონტროლებლების წესიერება. არ მიიღოთ უხარისხო მედიკამენტები —–ამით დააზიანებთ და დაანგრევთ საკუთარ ციტოკინებს, პროსტაგლანდინებს და სხვა იმუნურ ნივთიერებებს , რომელთა სიჯანსაღეზე დგას ადამიანის სიცოცხლე. მსოფლიო მედიცინის არაერთი გამოკვლევაა——–დაავადებების ასე გამრავლება გამოიწვია უხარისხო და არამიზანმიმართულად დანიშნულმა მედიკამენტებმა. წამალი არასოდეს არ მიიღოთ ექიმების რჩევის გარეშე. არამიზანმიმართულად მიღებული სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალი ც, შეიძლება შხამი აღმოჩნდეს. სნობურად არ უნდა ატრენდებდნენ იმას , რაც მხოლოდ ექიმებს გვეხება. მითუმეტეს , ქვეყანაში მედიცინის პროფილაქტიკურ მეთოდებში ხალხის გაცნობიერების კნინობითი დონეა. , ექიმებზე მეტად და ხშირად ,არაექიმები ლაპარაკობენ და გვმოძღვრავენ მედიცინაზე.
როცა ზოგადად, ომეგა, ქოლესტერინის სიჭარბის საწინააღმდეგოა, ბევრ შემთხვევაში , ის თავად ზრდის ქოლესტერინს . ხალხში ომეგას ბუმის ფონზე, ამანაც შეუწყო ხელი ქოლესტერინის სიჭარბის ასეთ კოლოსალურ რაოდენობას ადამიანებში. მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებ ტექსტის შეზღუდვის გამო——- ქოლესტერინის სიჭარბის დროს ,80 პროცენტში ადამიანებს ტრიგლიცერიდები მომატებული აქვთ. ტრიგლიცერიდების მომატების დროს , ომეგა სამის მიღება კიდევ უფრო ბევრად ზრდის ქოლესტერინის რაოდენობას.
პროსტაგლანდინები, განსხვავებით სხვა იმუნური სასიცოცხლო ნივთიერებებისგან მუდმივად არ აქტიურდებიან. ისინი ახლად იქმნებიან და ჩაერთვებიან, მხოლოდ, ანთებების და ჰორმონალური დარღვევების დროს. მაგრამ, თუ დახვდათ დარღვეული ცილოვან—–ამინომჟავური ბალანსი, ვეღარ გაგრძელდება მათი ფიზიოლოგიური პროდუქცია და ნორმიდან ცდომის შემდეგ თავად ხდებიან დამზიანებლები . ადამიანი იშლება თანდათან პროსტაგლანდინების ნორმული სინთეზის გარეშე. განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს. რადგან , ისინი არიან დამაკავშირებელი , ადამიანის უჯრედების და ფიზიოლოგიურ რეაქციებში მიმდინარე ცვლების. ეს არის მთავარი მექანიზმი დაავადებების გართულების და პაციენტის დამძიმების. თუ მაგალითად , ასთმის ან ეგზემის დროს აგრესიული არიან გადახრილ მდგომარეობაში მყოფი ეს ნივთიერებები ; ალცჰაიმერის, სკლეროზის და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების ,ასევე დეპრესიის მძიმე ფორმების დროს, პროსტაგლანდინებს აგრესიაც აღარ შეუძლიათ და ბლოკირებული არიან. ამ ბლოკირებით უფრო აზიანებენ და ფიტავენ ფიზიოლოგიას.
ღებინება არ გექნებათ ან კუჭი არ აგეშლებათ, თუ პროსტაგლანდინი -e და efi ნორმაა. E i-2 და პროსტაციკლინები თუ ნორმიდან გადაიხარა, ბლოკავენ კუჭის მჟავას, რომელიც იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს დაავადებებისგან და კიბოსგან. ანუ იგივეს აკეთებს ნორმიდან გადახრილი ეს პარამეტრი ,რაც კეთდება ომეპრაზოლების ჯგუფის გრძელი კურსებით. თუ e და efi ნორმაშია , მაშინ მშობიარობა სრულიად უმტკივნეულოია. პროსტაგლანდინ e და ef ზეა ყველაზე მეტად და მთლიანად კაცის პოტენცია დამოკიდებული . ე ყველა ანთებით გამონაჟონშია და ის იძლევა სწრაფ შეშუპებას და ტკივილს.
E -1 და e–2 პირდაპირ ზემოქმედებენ ჰიპოფიზზე და ჰიპოთალამუსზე და დიდ გავლენას ახდენენ ჰიპოფიზის ჰორმონების მოქმედებაზე. ამ ორ პროსტაგლანდინზე პირდაპირაა დამოკიდებული ნებისმიერი ადამიანის თავის ტკივილები, მივა თუ არა კიბოს კონსტანტირებამდე . ჰიპოფიზის პრობლემის დროს, ქალთა სქესს განსაკუთრებით უჭირს ჰორმონული დეფექტების გამო. პროლაქტინის და სხვა ჰორმონების დისბალანსის გამო ,ჰიპოფიზი მივა თუ არა სიმსივნემდე, ეს მთლიანდაა დამოკიდებული პროსტაგლანდინებზე. ჰიპოფიზის ჰორმონები გამოიყოფიან თუ არა და რამდენად ნორმულად, ეს მთლიანადაა დამოკიდებული პროსტაგლანდინებზე. ადამიანს თავის ტკივილი ექნება თუ არა, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ჰიპოფიზე და შესაბამისად პროსტაგლანდინებზე. ზუსტად ეს ორი პროსტაგლანდინი აკონტროლებს ტემპერატურებს— მაღალსაც და გახანგრძლივებულ სუბფებრილურსაც ჰიპოფიზთან ურთიერთობაში. ცხელებას , თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში რამდენიმე პოსტულატური განმარტება აქვს. პირველი—–ცხელება ან სუბფებრილიტეტი , ორივე ჰიპერთერმიაა ლეიკოციტების , ციტოკინების და პროსტაგლანდინების დიდი ზეგავლენით. მეორე—- ნებისმიერი განმეორებადი -ცხელებები 36 და 6ის ზევით , ენდოგენური პიროგენეზია ,რომელიც ახდენს პროსტაგლანდინ ე -2ის პათოლოგიურ წარმოქმნას ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში.
ადამიანს დაბალი იმუნიტეტის ფონზე, თუნდაც ერთხელ რომ აეწიოს სიცხე 37მდე , მის ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში უკვე ფიზიოლოგიური რევოლუციაა. არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს , რომლებიც გეუბნებიან 37მდე სიცეხეების გაქრონიკულება-არაფერია სასაცილოაო. ასეთები, თუნდაც მედიცინის მაღალჩინოსნები,ძალიან შორს არიან თანამედროვე მედიცინის მექანიზმებიდა ნ. ჩვენს დაულაგებელ ქვეყანაში, ბევრ შემთხვევაში , ყველაფერი იყიდებოდა დიპლომების და დისერტაციების ჩათვლით.
ამ დროს იმუნური მსხვრევები მიდის .გახანგრძლივებულ სუბფებრილურ სიცხეებს სხვადასხვა მიზეზი აქვს ადამიანებში. მაგრამ ტემპერატურები —— ჰიპოთალამუსის დიდი, ლატენტური ან ღია ზიანის ფონზე მიდიან. იმუნიტეტმა ვერ გამოდევნა ტოქსინები და ორგანიზმი სიგნალს გაძლევს სიცხეების სახით , რომ დაეხმარო. მსოფლიო მედიცინის სტანდარტით—-პერიოდული დაბალი სიცხეები ამილოიდოზამდე მიდის. ეს კი სიცოცხლის დასასრულის წინა სტადიაა. მოძებნეთ კარგი ექიმები, რომელთა ნაკლებობა არ არის . იმკურნალეთ , გადაირჩინეთ ჯანმრთელობა. იბრძოლეთ ხანგრძლივი სიცოცხლისათვის . გამორიცხულია მედიცინაში ——–ადამიანს, თუნდაც ,37 მდე სიცხე ჰქონდეს ,თუნდაც იშვიათად, მაგრამ დროში განმეორებადი, მას არ ჰქოდეს პროსტაგლანდინების იმუნური დიდი ზიანი და ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის პრობლემები. არ მოკვდები, კი იცოცხლებ. მაგრამ, უფრო ნაკლებ წლებს . არასაკმარისი მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებლად დაიწყება სხვადასხვა გართულებები,ცხოვრების წესის მიხედვით—- ქოლესტერინის სიჭარბიდან დაწყებული ინსულტის ჩათვლით. ემერტეს დასკვნის გაანალიზებისას, , იუმორით რომ ვთქვათ, ბომბი თუ არ არის გავარდნილი და ჰიპოფიზი მოღრეცისგან დაწოლილი, შეიძლება ვიღაცამ გითხრას —–არაფერი გჭირსო . ეს ,მხოლოდ სტრუქტურული გამოსახულებაა. მაგრამ, თუ სადმე ერთ მილიმეტრზე მაინც სისხლძარღვის ან არტერიის ფორმის შეცვლაა, მის უკან დამახინჯებული ბიოქიმიური რეაქციების დიდი მწკვრივი დგას. რომლებსაც თუ არ აღადგენ , ბევრ წლებს ვერ იცოცხლებ და სულ ჯანმრთელობის პრობლემა გექნება.
პროსტაგლანდინები მთავარი როლში არიან შარდის ადექვატურ გამოყოფასა და არტერიული წნევის ნორმალიზაციაში. A 1 e და i-2 თუ ნორმაა მაღალი წნევის დროს დაწევს წნევას და გამოყოფს შარდის ფიზიოლოგიურ რაოდენობას. პროსტაგლანდინებზეა დამოკიდებული გულსისხლძრღვთა სისტემაში სისხლძარღვების, როგორც სპზმი ისე გაფართოება. ისინი არიან მთავარი მაკონტროლებლები, თრომბის როგორც წარმოქმნის, ისე სისხლდენის დაწყება არ დაწყების. როცა ტრავმის დროს სისხლდენაა და არტერია ან სისხლძარვღი სისხლმდენია, თუ დახმარება დაგვიანდება ადამიანები იღუპებიან. მაგრამ, ის უძლებს სისხლდენას უფრო მეტად , ვისაც პროსტაგლანდინების ნორმა აქვს. პრ ოსტაგლანდინი ე და ეფი მთავარი—- სათავო მმართველია ფილტვის და ბრონქის პრობლემების. ე ფ -2 ჭარბადაა მომატებული როცა ადამიანს ბრონქოსპაზმი ან ასთმა აქვს. როცა ეფ– 2ის მატება გრძელდება , ბრონქოსპაზმს გულის პრობლემები ემატება.
ევროპიდან ერთი საუკუნით უკან ვართ ,საერთოდ, ყველაფერში. 1934 წელს ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მჟავა, რომელიც ამცირებდა და არეგულირებდა წნევას. ეს იყო პროსტაგლანდინები. მათზეა დაყრდნობილი ———-კუნთის ადექვატური შეკუმშვა და მოდუნება, სისხლძღვების გაფართოება., წნევის აწევა ან დაწევა, ანთებების კონტროლი. რაც მეტად აქვს ექიმს აქცენტი პროსტაგლანდინების დიაპაზონის მ ედიკამენტებზე, მით მალე მოხსნის, მაგალითად, ასთმის შეტევას. უფრო საფუძვლიანად და არა ზედაპირულად მორჩება დაავადებები.
თრომბოქსანი, რომელზეც მეორე ნაწილში ვისაუბრებ, სასიცოცხლოა ადამიანისთვის ,რადგან აჩერებს სისხლდენებს, აუცილებლად საჭირო ,მინიმალური თრომბის წარმოქმნით, რომელი რაოდენობა —-თრომბის , სასიცოცხლოა, ნებისმიერი სისხლდენის შესაჩერებლად . მაგრამ თრომბოქსანი თუ არ შევაჩერეთ და არ დავაბალანსეთ, მუდმივად შექმნის თრომბებს . მისი დამბალანსებელი, რომ მან არასაჭირო თრომბი მეტი აღარ წარმოქმნას———პროსტაგლანდინებია . პროსტაგლანდინის ,კერძოდ , პროსტაციკლინის მთავარი ფიზიოლოგიური ფუნქციაა —— გადაეღობოს თრომბების აქტიურ წარმოქმნას. განსაკუთრებით, თრომბის სწრაფ და აგრესიულ შეწებებას და იხსნას ადამიანები ———- სწრაფი ინფარქტისგან ,უეცარი ინსულტისგან და უეცარი სიკვდილებისგან. ჰიპოფიზის ჰორმონები არასოდეს ჩადგებიან ნორმაში , ყველა მკურნალობა დროებითი იქნება და სულ შიგა თრომბულ გართულებებს გამოიწვევენ, , თუ pgd-2 არ იქნება ნორმის ზღვრებში . Pgi-2ის ნორმის გარეშე თრომბოციტების ა გრეგაცია ანუ შეწებება და თრომბების წარმოქმნა, არ შემცირდება და სულ თრომბები წარმოიშობა . ნუ დაიშლით სისხლძარღვის კედელს , გამათხიერებლის უგრძელესი კურსებით. შედეგი მაინც არ იქნება. პირიქით ,საშიში გართულებებია მოსალოდნელი. სიკვდილობაც კი. პერიოდული, მოკლე კურსი დასაშვებია , შესაბამისი დამცავების ფონზე, წლებზე გასული გამათხიერებლის გრძელი კურსი, ნიშნავს გონებრივი წარმოდგენის ძლიერ შეზღუდვას იმუნურ პარამეტრებზე . თრომბის რეალური მკურნალობა და სიკვდილის აცილება, მხოლოდ ამ იმუნური ფენომენების მართვი თ მოხდება.
ამ უკანასკნელის ნორმის გარეშე რენინს ვერაფრით ვერ დააქვეითებ. ყველა ტერმინალურ, სასიკვდილო მფგომარეობაში ამ ნივთიერებების ძლიერი დისბალანსია. ადამიანი იმით კვდება ან ბოლოს იმით ავადობს , რითაც მისი მშობელი. მაგრამ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითრების წყალობით და ამ პარამეტრების მართვით ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ და დეფექტური გ ენეტიკური განწყობის სრული გაუმჯობესება და იგნორირება ნამდვილად შესაძლებელია. სამყარომ ამის შესაძლებლობა ადამიანებს მედიცინის საშუალებით ნამდვილად აჩუქა. ნუ შეგეშინდებათ ,თუ თქვენი მშობელი დემენციით ან ინსულტით ან ალცჰაიმერით ა ნ ინფარქტით ან კიბოთ ან სხვა დაავადებით იტანჯებოდა. ერთგული და საქმისადმი თავდადებული ექიმების ხელით ,თქვენ ამას აუცილებლად აიცილებთ .
როგორც ახლაც ვთქვი და ადრე დეტალურად დავახასიათე სხვა სტატიაში———– ბიოქიმიურად ,არაქიდონის მჟავა ——–რომელსაც მიჰყავს აღლუმი ანთებების და ცხელებების დროს ——–პროსტაგლანდინების წინა სტადიაა. მათ ჯგუფშია ლინოლინის მჟავები. ესენი ჭკვიანი ექიმების ხელში ფლობენ ყველა გართულებული დაავადებების მორჩენის საიდუმლოებს. მაგრამ, როგორც ყოველთვის , სასიცოცხლოდ გადამწყვეტია–ბიოქიმიურ რეაქციებში —–როდის, სად და რამდენი ჩავსვათ , რომელი ნივთიერება. ესაა მაღალი დონის მედიცინის კლასიკა. თორემ დღეს, ყანის მეწარმესაც აქვს ყველა ინფორმაცია მედიცინაზე ინტერნეტის საშუალებით. ამ ჯგუფის ხერხემალია -ვიტამინი ეფი, რომელზედაც ბევრჯერ მისაუბრია. ეფის წყაროებია——თევზი,მიწის თხილი, სოიო, ნუში, ავოკადო და კიდევ ის საკვები და ზეთების სახეობა, რომელიც ექიმის გარეშე ინდივიდუალურად არ ინიშნება . ვიტამინმა ეფმა რომ იმუშაოს, მას სჭირდება ნორმაში იყოს ბე6 ვიტამინი და თუთია. თუ ბე 6 ან ნაკლები ან ჭარბია , ეფი თითქმის პარალიზებულია და დაავადებების მორჩენა ვერ ხდება. ბე 6 ის ,ისევე როგორც სხვა ვიტამინების სიჭარბე დამანგრეველია იმუნიტეტისთვის და სიმსივნეების წყაროა. ეფ ვიტამინი ომეგა სამში სულ არ არის. ის უფრო ომეგა 6 შია. ეს ნიუანსები აშენებენ სიცოცხლეს და გაცილებენ მძიმე დაავადებებს და სიკვდილებს. მაღალი კლასის ექიმები, დანიშნულების შედგენისას, უპირველესად, ამ იმუნურ ფენომენებზე მუშაობენ. გაგრძელება იქნება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share