„მეხვავე“ და „ნალიის ლოცვა“
.
„ღომის-ნალია“ უმეტეს შემთვევაში წკნელისგან დაწნული ან ფიცრით გაკეთებული ოთხკუთხა ნაგებობაა, რომელიც ერთი საჟენის სიმაღლის ან უფრო მაღალ ბოძებზე დგას. ნალიის იატაკი საკმაოდ სქელი ნედლი ხისგან არის გაკეთებული და ამ იატაკსა შენობის სახურავს შორის ღომის მთელი წლის მოსავალს ალაგებენ; შემდეგ შენობის ქვეშ მიწაზე დიდ ცეცხლს ანთებენ და არშინზე ან უფრო სქლად დაწყობილი ღომს ასეთი წესით აშრობენ; ცეცხლი გამოცდილი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ენთოს მანამ, სანამ ღომი სათანადოდ არ გაშრება, ეს პროცესი ერთ დღეს ხანდახან კი უფრო დიდხანსაც გრძელდება, ამ საქმიანობას გურიაში „ღომის გაწყობას“ ეძახიან.
.
ღომს გაშრობის შემდეგ გაგრილდებას აცლიან და გადააქვთ ბეღელში ან ხულაში, სადაც რჩება გამოყენებამდე. გაშრობის დროს ადვილი თუ ცეცხლის მეთვალყურე სიფრთხილეს არ გამოიჩენს შესაძლებელია ხანძარი გაჩნდეს და რამდენიმე წუთში მთელი მოსავალი ბოლო თაველამდე განადგურდეს.
.
ღომის მოსავლის უდანაკარგოდ აღებისა და გაშრობის შემდეგ, გურულები თავს ვალდებულად თვლიან ღმერთისადმი მადლიერება გამოხატონ; ამიტომ, შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, ყველა გურულ ოჯახში ეწყობა „ნალიის“ კურთხევა ანუ „ნალიის ლოცვა“. ამ რიტუალისათვის კონკრეტული დღე განსაზღვრული არ არის,
.
თითოეული ოჯახი ამ რიტუალს ასრულებს ღომის გაშრობის დასრულების შემდეგ და რაიმე კონკრეტული დღე ამისათვის არ არსებობს. როგორც წესი ამ რიტუალის შემდეგ წლის მოსავლის აღება დასრულებულად ითვლება.
.
ამ დღისათვის როგორც წესი კლავენ „სახლის მამალს“ რომელიც ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში თავის სამსახურს უწევდა ოჯახს, ასევე მთლი ოჯახი ანთებს ცვილის სანთლებს, ანთებენ საკმეველს და იწყებენ ლოცვას, რომლითაც ისინი მადლობას უხდიან ღმერთს წლევანდელი მოსავლისთვის და სთხოვენ, რომ მთელი მოსავალი გამოყენებული იქნას მხოლოდ ქეიფ-ნათლობებსა და ქორწილებში, ასევე ღმერთს შესთხოვენ, რომ ოჯახის წევრთა მხირულ ხასიათზე ყოფნას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. დაკლული მამალის თავი ეკუთვნის „მეხვავეს“ ანუ იმას ვინც ეხმარებოდათ მოსავლის აღებაში, ასევე სიმინდისა და ღომის მოსავალი დიდი გოდრით მიიტანა მის შენახვის ადგილზე.
.
ფრაგმენტი ტარასი მამალაძის “გურულების სახალხო ჩვეულებებიდან” Сборникъ матерiаловъ для описанiя мѣстностей и племенъ Кавказа – 1893 г. №17; Тарас Мамаладзе – Народные обычаи и повѣрья гурiйцевъ
– ხიდისთავი მხატვარი ანტონ გოგიაშვილი

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








