გურიის მოამბე

“მოლდოვას რუმინეთთან შეერთება ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა”

კობახიძეს და პაპუაშვილს მორიგი პროპაგანდისტული კამპანია გაუჩაღებიათ – ამჯერად, მოლდოვის პატრიოტი (ანტირუსი) ლიდერის, მაია სანდუს, წინააღმდეგ – აქაოდა, როგორ თქვა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუმინეთთან გაერთიანებას დავუჭერდი მხარსო. დამოუკიდებლობის დაკარგვას ემხრობა, ეგაა თქვენი ევროკავშირიო. ეს რუსული ჭუჭყი ამას, ცხადია, შეგნებულად და გამიზნულად აკეთებს. განა არ იციან, რომ:
მოლდოველები რუმინელები არიან; რომ რუსეთის იმპერიამ ხელოვნურად ჩამოათალა რუმინეთს მოლდავეთის ეგ ნაწილი (ნაწილი დღესაც რუმინეთშია); რომ რუმინეთთან შეერთება “დამოუკიდებლობის დაკარგვა” კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.
აი, წარმოიდგინეთ, კახეთი რომ ცალკე სახელმწიფო იყოს რუსული ჩათლახობის გამო და კახეთის პრემიერმა რომ თქვას, საქართველოსთან გაერთიანება მინდაო და ამის გამო ჩეჩნეთის “პრეზიდენტმა” – რუსის მონამ – რომ გააკრიტიკოს, დამოუკიდებლობა არ სდომებია მაგასო – ზუსტად ამას აკეთებენ ახლა რუსქოცები.
მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება, თუ ეს მოხდა, მორიგი გეოპოლიტიკური მარცხი იქნება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ წკავწკავებენ ისტორიის სანაგვისთვის განწირული სერგო ორჯონიკიძისა და ლიპარიტ ბაღვაშის შთამომავლები.
წერს პუბლიცისტი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights