საქართველოში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა, თუმცა ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივლისში, ქვეყანაში ჯამში179,5 ტონამდე სამკურნალო საშუალება 188.5 მლნ აშშ დოლარად შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 161,8 ტონის ღირებულებამ 209.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან დაფასოებული მედიკამენტი იყო 5,4 ტონა (203.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დაუფასოებელი – 156.5 ტონა (6.2 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელს, საქართველოში 172.3 ტონა (6.4 მლნ აშშ დოლარი) დაუფასოებელი და 7,157 ტონა – (182 მლნ აშშ დოლარი) დაფასოებული მედიკამენტი შემოვიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ ტოპ-10 ქვეყნით, სადაც საქართველო სამკურნალო საშუალებებს ყიდულობს. 2021 წლის იანვარ-ილისში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის თვალსაზრისით, ლიდერები იყვნენ:
- თურქეთი – 27.6 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია – 24.6 მლნ აშშ დოლარი
- უნგრეთი – 19.6 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი – 18.5 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 10.7 მლნ აშშ დოლარი
- შვეიცარია – 8.5 მლნ აშშ დოლარი
- სლოვენია – 8.2 მლნ აშშ დოლარი
- ინდოეთი – 8.1 მლნ აშშ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო – 7.4 მლნ აშშ დოლარი
- ბულგარეთი – 7.3 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც დაუფასოებელი მედიკამენტები შემოდის, ჩამონათვალი ასეთია:
- ინდოეთი – 1.6 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი – 1.3 მლნ აშშ დოლარი
- ლატვია – 789.5 ათასი აშშ დოლარი
- უკრაინა – 707.4 ათასი აშშ დოლარი
- იტალია – 674.6 ათასი აშშ დოლარი
- ჩრდილოეთ მაკედონია – 364.1 ათასი აშშ დოლარი
- აშშ – 335.7 ათასი აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 145.4 ათასი აშშ დოლარი
- კორეა, რესპუბლიკა – 87.6 ათასი აშშ დოლარი
- ალჟირი – 59.3 ათასი აშშ დოლარი