გურიის მოამბე

საქართველოს ხელისუფლება მიესალმება შაჰ-აბასის ლაშქრობებისადმი 410 წლისთავს

ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას”, ქართველების ირანში გადასახლების ( “რომელიც შეფუთულია თითქოს ირანში ქართველების ჩამოსვლის ფრაზით” ) 410-ე წლისთავს—-👇
🇬🇪ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი სანიკიძე:
📌 “საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ირანის რევოლუციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მისასალმებელი სიტყვით გამოსვლასაც. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოწვევა მეც მივიღე, მაგრამ დღეს ირანში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ ჩავთვალე მიზანშეწონილად მისვლა. ამ პოსტით კი ერთ მეტად საყურადღებო ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი. მოწვევის კონვერტს აწერია The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran – გამოდის 1616 წელი – შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს (1613-1617) კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაწყვეტა ირანელების მიერ და გადარჩენილების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალადობრივი გადასახლება ირანში. ანუ, ირანული მხარე „გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ამგვარ შეურაცხყოფაზე ხელისუფლებას არათუ რეაქცია არ აქვს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვითაც კი გამოდის. მემგონი, კომენტარი ზედმეტია…”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights