გურიის მოამბე

უკრაინაში დაღუპულ ოზურგეთელ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ

” ამირან ზოიძე 2024 წელს შეტაკებებისას ტყვედ ჩავარდა , 2025 წლის აგვისტოში მისი ცხედარი უკრაინას გადმოსცეს. სავარაუდოდ მოკლულია მიბჯრით ნასროლი ტყვიით” გვითხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ბესო ქათამაძემ.

”ამ დილით  ჩამოასვენეს ნარუჯაში, ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” –თქვა ქათამაძემ.

” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის წარმომადგენლობა იუწყება რომ გარდაიცვალა მებრძოლი ზოიძე ამირანი უკრაინაში ქ,ლუცკში, პანაშვიდი 17,18 თებერვალს, დაკრძალვა ხუთშაბათს 19 თებერვალს მისამართი ოზურგეთი დაბა ნარუჯა.” – ნათქვამია განცხადებაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights