გურიის მოამბე

ოზურგეთის მერია სიკო მეხუზლასაგან 350 ათასი ლარის ღირებულების მდინარის ბალასტს შეისყიდის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია “ლაქისაგან” რომელიც ბიზნესმენ სიკო მეხუზლას ეკუთვნის, 350 ათასი ლარის ფრაქციულ ღორღსა და მდინარის ბალასტს შეისყიდის.

ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, პაატა კუნჭულიას, და კომპანია “ლაქის” დირექტორს, სიკო მეხუზლას შორის დადებული ხელშეკრულებიდან ხდება;

ხელშეკრულება მიმდინარე წლის დასაწყისში 312 500,00 ლარზე გაფორმდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მასში ცვლილებები შევიდა და კომპანიას, მერიამ, 30 ათასი ლარი დაუმატა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, თანხის დამატება, კომპანიის დირექტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე მოხდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მიწოდებული ფრაქციულ ღორღი და მდინარის ბალასტი, ძირითადად, სოფლებში, გზის მოხრეშვა მოშანდაკებას მოხმარდება.

თუმცა, დოკუმენტაციიდან გაუგებარია, თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები სად მიმდინარეობს.

“გურიის მოამბე” ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს-ქვემოთ გთავაზობთ განცხადებას ხელშეკრულებას;

შეთანხმება №93-1                                                                                                                                                                                            ქ. ოზურგეთი 29 აპრილი 2026 წელი

ერთი მხრივ, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას სახით (შემდგომში – შემსყიდველი),
მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1;  საიდენტიფიკაციო კოდი: 237114635; ტელეფონის ნომერი: 0(496) 26 10 10; 577 477 317. E-Mail: oz.sheskidvebi@gmail.com

საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22

და მეორე მხრივ, შ.პ.ს. „ლაქი“, წარმოდგენილი დირექტორის, სიკო მეხუზლას სახით (შემდგომში – მომწოდებელი), მისამართი: ოზურგეთი, სოფ. გურიანთა
საიდენტიფიკაციო კოდი: 437069583  ტელეფონის ნომერი: 599388352; E-Mail: siko.mekhuzla@mail.ru  საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“  ბანკის კოდი: TBCBGE22  ანგარიშის ნომერი: GE75TB 7746 9450 6780 0002

ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. „ლაქი“-ს შორის, ფრაქციული ღორღისა (ფრაქცია 0-70 მმ) და მდინარის ბალასტის შესყიდვის თაობაზე 2026 წლის 30 მარტს გაფორმებული N93 ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.3 პუნქტის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე შეთანხმებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის N03-3626114219 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, განისაზღროს თანდართული კორექტირებული დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად, კერძოდ, დანართში მითითებული პოზიცია „ტრანსპორტირება (ერთი გზისათვის, მოთხოვნის შემთხვევაში არანაკლებ 15 კბ.მ.)“ ნაცვლად მითითებული 2 000 კმ.-სა, განისაზღროს 4 083 კმ.-ით;

2. პირველ პუნქტში აღნიშნული კორექტირებიდან გამომდინარე, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ს 398-ე მუხლის, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულება, 312 500,00 ლარი, გაიზარდოს 31 245,00 ლარით და განისაზღვროს 343 745 (სამასორმოცდასამიათასშვიდასორმოცდახუთი) ლარით.

3. გასწორდეს ხელშეკრულებაში არსებული ტექნიკური ხარვეზი და ხელშეკრულების 3.1. და 16.3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: – 3.1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა; შესყიდვის ობიექტის მოწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. – 16.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით

4. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, მომწოდებელმა წარმოადგინოს განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემდეგი პირობების დაცვით: – ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა: არანაკლებ 2027 წლის 30 მარტი (მოქმედების ვადა უცვლელია); – ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა 17 187,25 (ჩვიდმეტიათას ასოთხმოცდაშვიდი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი.

5. ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებ(ებ)ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული სხვა პირობები რჩება უცვლელი.

შეთანხმება დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, აქვს იურიდიული ძალა და წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. „ლაქი“-ს შორის, ფრაქციული ღორღისა (ფრაქცია 0-70 მმ) და მდინარის ბალასტის შესყიდვის თაობაზე 2026 წლის 30 მარტს გაფორმებული N93 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

წერილის ნომერი:03-3626114219 თარიღი: 24/04/2026
ადრესატი: გურამ გოლიაძე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-მერის მოადგილე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ გურამ გოლიაძეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შ.პ.ს. „ლაქი“-ს (ს/კ 437069583) შორის დადებული 30.03.2026წ. N93 ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს.„ლაქი“ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფრაქიული  ღორღისა (ფრაქცია 0-70 მმ ) და მდინარის ბალასტის ეტაბობრივად შესყიდვა და ტრანსპორტირება, მშენებელმა კომპანია შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000კმ. მანძილზე საკუთარი ტრანსპორტირებით მიწოდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირების თანხები ამოწურულია, რაზეც წერილობით (24.04.2026 N10/362611422-36) მშენებელმა კომპანიამ.  მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სახელშეკრულებო ღირებულება შ.პ.ს. „ლაქი“-ს (ს/კ 437069583) გაიზარდოს 10%-ის ფარგლებში.
გთხოვთ დაავალოთ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს რათა უზრუნველყონ აღნიშნული მომსახურებისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
გოჩა აბაშმაძე ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის სამსახური-ინფრასტრუქტურის განვითარების
განყოფილება-ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
ნომერი: 10/362611422-36
თარიღი: 24.04.2026 10:22
ვადა: 25.05.2026
განმცხადებელი (დაინტერესებული პირი)  შპს ლაქი საიდენტიფიკაციო კოდი : 437069583
მისამართი: საქართველო, ოზურგეთის რაიონი, ს. გურიანთა მე–2 ქ., N85
საკონტაქტო ინფორმაცია: 555911949;
განცხადების N: 1 განცხადების თარიღი: 24.04.2026
ხელმომწერი: სიკო მეხუზლა თანამდებობა: დირექტორი
განცხადება/ნომენკლატურა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
თავისუფალი განცხადება
მოთხოვნის ტექსტი
ითხოვს ხელშეკრულების ტანახმად სამუშაოს შესრულებისთვის ტანხის დამატებას
დამატებითი ინფორმაცია
ფურცლების რაოდენობა: 1
დანართი: –
პასუხის გაცემის ფორმა: პირადი უზრუნველყოფით ხელზე გატანა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights