გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ამჟამად, 30 წლის ახალგაზრდის, ბექა პატარავას, ცივი იარაღით დაჭრის გამო იძებნება, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის არაღიარებული საკრებულოს მოქმედ დეპუტატს დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დეპუტატის ვინაობა არ სახელდება, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ძებნილი მასაც სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა, პოლიციამ კი ეს საქმე მიჩქმალა.
შს სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობისაგან მსგავს ქმედება პირველი არ არის და ეს ოზურგეთში დანერგილი, ერთგვარი ტრადიციაა, როცა სამართალდამცავთა რეაგირება განპირობებულია არა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ ინცინდენტში მონაწილე პირების გავლენების შესაბამისად.
ცნობისათვის-
რესტორან “ფიროსმანში” მომხდარი დაპირისპირების შედეგად.
დაჭრილი ახალგაზრდა ჰოსპიტალიზირებულია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოზურგეთში, წუხელ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა რესტორან ფოროსმანში მოხდა.
“გურიის მოამბის”ს ინფორმაციით რესტორნის მფლობელს, გიორგი გობრონიძეს, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ პირთან მოუვიდა კონფლიქტი, რომლის გაშველებასაც დაზარალებული ცდილობდა. წყარო გვიყვება, რომ 23 წლის გობრონიძე, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად, იმის გამო გაუსწორდა, რომ, მან ჩხუბში გაშველება სცადა.
დაზარალებული ახლა რეანიმაციაშია, მის კართან პოლიცია მორიგეობს, მეორე პირი კი , რომელიც გობრონიძეს ახლდა, ამ დრომდე იძებნება. შსს_ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19/108 მუხლით მომდინარეობს. უწყება გობრონიძის დაკავებას ადასტურებს, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.
რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა მედალფას დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და ის რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.








