თამთა ჟვანია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის არასრულწლოვან გოგონაზე შესაძლო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის განხილვის მორიგი პროცესის გადადებას, აპროტესტებს
დედა, შვილზე ძალადობაში, მის ყოფილ ქმარს, ბავშვის მამინაცვალს ადანაშაულებს.
სამწლიანი გამოძიების შემდეგ, ოზურგეთის სასამართლოში, პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა დედის მტკიცებით, ის საეჭვოდ ჭიანურდება, არ ხდება დაზარალებულის დაკითხვა:
„არ გვყავს შესაბამისი ფსიქოლოგიო აცხადებენ, გუშინ ჩამოვედი თბილისიდან, ჩამოვიყვანე კვალიფიციური ფსიქოლოგი, და მეუბნებიან რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. როცა კარავი გავშალე და საპროტესტო აქცია გავმართე, მითხრეს რომ საქმის განხილვა 10 დღეში, 12 ივნისს გაგრძელდება, ყოფილი მეუღლე ყოველთვის მემუქრებოდა, რომ ყავს მფარველები და მე ვერაფერს ვერ მივაღწევ და როგორც სჩანს ეს სიმართლეა” ამბობს ჟვანია.
მისივე თქმით, ოზურგეთის პოლიციაში ერთი წელია არის საქმე. ის მის ყოფილ მეუღლეს, დამატებით, ერთობლივ შვილზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე უჩივის
დედის თქმით, მეუღლემ არასრულწლოვანი შვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია და მას დედასთან ურთიერთობას უკრძალავს.
ჟვანია უყურადღებობაში ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურასაც ადანაშაულებს,
„ჯერ გამაგდო ემიგრაციაში სამუშაოდ. მე როცა საზღვარგარეთიდან მას თანხებს ვუგზავნიდი, ის თურმე ჩემს შვილებზე ძალადობდა, ახლა კი როცა თანხებს ვეღარ ღებულობს, ის ამ-შვილის წართმევის- გზით ცდილობს ჩემზე შურისძიებას“ ამბობს ჟვანია.